იტვირთება

სოციალურ ქსელში სატირული შინაარსის პოსტი ვრცელდება

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

18 თებერვალს სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც სალომე ზურაბიშვილის Facebook ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პოსტი ჩანს: „რა ხდება ხალხო, მეც გამაგებინეთ“.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. აშკარაა, რომ ფოტომასალა სატირული ხასიათისაა, რაც როგორც პოსტის ავტორის მიერ თანდართული აღწერიდან, ისე კომენტარებში არსებული გამოხმაურებიდანაც ჩანს. პოსტი, სავარაუდოდ, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან (17 თებერვალს ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასა და 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან) არის დაკავშირებული.

რეალურად, 2021 წლის 18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე სამი პოსტი გამოქვეყნდა, რომლითაც პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. გამოქვეყნებულ პოსტებს შორისაა პრეზიდენტის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალაც.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3297 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი