• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლონდონში ტრანსპორტში პირბადის ტარება ნებაყოფლობითია

დეზინფორმაცია: ლონდონში ტრანსპორტში პირბადის ტარება ნებაყოფლობითია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/02/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ლონდონში ტრანსპორტში პირბადის ტარება ნებაყოფლობითია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი Nina Marji, Facebook-ზე, 26 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. Nina Marji-ის პოსტში ნათქვამია, რომ ლონდონის ქუჩებში პირბადე ადამიანების 98%-ს არ უკეთია. ამასთან ერთად, Facebook- მომხმარებლის განცხადებით, ტრანსპორტში პირბადის გამოყენება ნებაყოფლობითია: „ ტრანსპორტში- ვისაც უნდა მხოლოდ მას ვოტ ტაკ!“,- ნათქვამია პოსტში.

მტკიცება 1: ლონდონის ქუჩებში მოსიარულეთა 98%-ს პირბადე არ უკეთია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური სახელმძღვანელოების მიხედვით, რომელიც ბოლოს 2020 წლის 4 დეკემბერს განახლდა, ქუჩაში მოძრაობისას პირბადის ტარება სავალდებულო არაა. მსოფლიოში მონაცემთა პლატფორმა Statista-ს ბოლო ანალიზის მიხედვით, რეგულაციის არ არსებობის მიუხედავად [ერთი თვის მონაცემებით], ქუჩაში მოძრაობისას, დიდ ბრიტანეთში, მოსახლეობის 66.4 % მუდმივად, ხოლო 14.4 % ხშირად ატარებს პირბადეს.

უშუალოდ ლონდონში, ქუჩაში პირბადით მოსიარულე ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, არც ერთ სანდო წყაროს არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, გაურკვეველია, რა წყაროს ეყრდნობა Nina Marji, როდესაც საუბრობს 98%-ზე. სტატისტიკურად სანდო მსგავსი მონაცემი არ იძებნება.

დღეის ოფიციალური მონაცემებით, ინგლისის ტერიტორიაზე პირბადის ტარება სავალდებულოა შემდეგ სივრცეებში:

• საზოგადოებრივი ტრანსპორტი,

• ტაქსი და დაქირავებული მანქანები,

• სატრანსპორტო ჰაბები,

• მაღაზიები და სუპერმარკეტები,

• სავაჭრო ცენტრები,

• სააუქციონო სახლები,

• მომსახურების ობიექტები (ბარები, რესტორნები, პაბები, კაფეები),

• საფოსტო ოფისები, ბანკები, საზოგადოებრივი მშენებლობის კომპანიები, საადვოკატო და საბუღალტრო მომსახურების ოფისები, საკრედიტო კომპანიები, მოკლევადიანი სესხის პროვაიდერები, საფინანსო ბიზნესები.

• უძრავი ქონების სააგენტოები,

• თეატრები,

• თავის მოვლისა და სილამაზის ცენტრები,

• ვეტერინარული მომსახურების ოფისები,

• ტურისტული და გასართობი სივრცეები (მუზეუმები, გალერეები, კინოები, საკონცერტო დარბაზები, კულტურული და ისტორიული სივრცეები, აკვარიუმები, შიდა ზოოპარკები, სტადიონები, კაზინოები, შიდა-სტადიონები და ა.შ.),

• ბიბლიოთეკები და საჯარო სამკითხველოები,

• სამლოცველოები,

• დაკრძალვის სერვისის პროვაიდერები (დაკრძალვის სახლები, კრემატორიუმები, სამლოცველოები),

• საზოგადოებრივი ცენტრები, ახალგაზრდული და სოციალური კლუბები,

• საგამოფენო დარბაზები და საკონფერენციო სივრცეები,

• სასტუმროებისა და ჰოსტელების საერთო სივრცეები,

• საწყობები და სადისტრიბუციო სივრცეები.

მტკიცება 2: ტრანსპორტში პირბადის ტარება ნებაყოფლობითია

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ინფორმაცია, რომ ტრანსპორტში პირბადის ტარება ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განკარგულებით, ინგლისის მთელ ტერიტორიაზე პირბადის ტარება პირად ავტომობილში სავალდებულო არაა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 15 ივნისიდან მოყოლებული, ინგლისის ტერიტორიაზე ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (თვითმფრინავში, მატარებელში, ტრამვაისა და ავტობუსში), ასევე ტაქსისა და დაქირავებულ ავტომობილებში, პირბადის ტარება სავალდებულოა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიციასა და ლონდონის სატრანსპორტო კომპანიას (TfL) აქვს უფლება პირველ ჯერზე 200 ევროთი, ხოლო მეორე და მესამე დარღვევის შემთხვევაში, 400 და 800 ევროთი, დააჯარიმოს კანონის დამრღვევი.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა