იტვირთება

სატირა: ლატვიის მთავრობამ ყოფილ პიონერებს 220 ევროს ოდენობის საპენსიო დანამატი გადასცა

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ლატვიის მთავრობამ ყოფილი პიონერები ძალადობის მსხვერპლად ცნო და მათ 220 ევროს ოდენობის საპენსიო დანამატი გადასცა. ინფორმაცია სათავეს რუსული სატირული ხასიათის მქონე ვებგვერდ “პანორამა”-ზე გამოქვეყნებული სტატიიდან იღებს. სტატიის თანახმად, 2020 წლის იანვარში ლატვიის სეიმმა ახალი კანონი მიიღო, რომელმაც ყოფილი პიონერები საბჭოთა რეპრესიული სისტემის მსხვერპლად სცნო, ამიტომ ლატვიის მთავრობამ ვალდებულება აიღო, მათი საპენსიო დანამატით უზრუნველყოფის. აღნიშნულ სატირული შინაარსის მქონე პოსტს ქართველი Facebook-მომხმარებლებიც ავრცელებენ.

სინამდვილეში, ლატვიის სეიმს კანონი ყოფილ პიონერებზე საპენსიო დანამატების გაცემის შესახებ არ მიუღია.

90-იანი წლებიდან ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა ოკუპაციის უარყოფითი შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 1990 წელს, ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ შემუშავებული დეკლარაციით სსრკ-ს სამხედრო აგრესია ლატვიის წინააღმდეგ საერთაშორისო დანაშაულად იქნა შეფასებული.

----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3308 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი