• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ნორვეგიაში, Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის შედეგად, 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა

დეზინფორმაცია: ნორვეგიაში, Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის შედეგად, 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27/01/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ნორვეგიაში, Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის შედეგად, 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

საიტი Geomediapress.ge,  Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას შემდეგი სათაურით ავრცელებს: „“ფაიზერის” ვაქცინა შეაჩერეს“.  გამოცემის განცხადებით, მიზეზი ნორვეგიაში ჩატარებული ვაქცინაცია გახდა, რამაც 400-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. იმ მტკიცებასთან ერთად, რომ ვაქცინაციამ 400-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, სტატიაში ნათქვამია: „სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ თუ რამ გამოიწვია ადამიანების მოულოდნელი სიკვდილი“. სტატია რამდენიმე ყალბ ამბავს შეიცავს. 

Pfizer-BioNTech-ის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით,  Pfizer-BioNTech-ს ვაქცინაცია არც ერთ ქვეყანაში არ შეუჩერებია, მათ შორის არც სტატიაში ნახსენებ ნორვეგიაში. 

ყალბია ინფორმაციაც, რომ ვაქცინაციას ნორვეგიაში 400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რეალურად, დღეის მონაცემებით, ნორვეგიაში მოხუცთა საცხოვრებელში მყოფი ხანდაზმული პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან მცირე ხნის შემდეგ, 33 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 14 იანვრისთვის, ნორვეგიაში ოფიციალურად პირველად დაფიქსირდა ვაქცინის შემდგომ 23 გარდაცვალების შემთხვევა. 18 იანვრის მონაცემებით, ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტს უკვე შესწავლილი და გამოქვეყნებული ჰქონდა 23 გარდაცვალების შემთხვევიდან 13-ის აუტოპსიის შედეგები, რომლის თანახმადაც, უშუალოდ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ვერ დადგინდა. Geomediapress.ge-ის სტატია, 19 იანვარსაა გამოქვეყნებული, მას შემდეგ, რაც ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირი არ მტკიცდება. 

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენლების განაცხადებით, ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ შემთხვევებსა და COVID-19-ის ვაქცინებს შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. დღეის მონაცემებით, 13 ადამიანის აუტოპსიის შედეგებზე დაყრდნობით,  ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო აცხადებს, რომ  გარდაცვალების ფაქტებსა და  ვაქცინაციას შორის კავშირი დადგენილი არაა. „ყველა გარდაცვლილ პაციენტს ჰქონდა სერიოზული დაავადებები, შესაბამისად, არასწორია იმის თქმა, რომ ისინი ვაქცინის შედეგად დაიღუპნენ. ეს შესაძლოა დამთხვევა იყო“, - განაცხადა ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს დირექტორმა, შტაინერ მადსენმა. 

ნორვეგიის სამედიცინო სააგენტომ ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა საქმე განსაკუთრებული ავადმყოფობის ისტორიის მოხუცებს (გულის პრობლემები, დემენცია, ფილტვების ქრონიკული და სხვა სერიოზული დაავადებები)  ეხებოდა,  შესაძლოა, რომ mRNA-ის ვაქცინის გვერდით ეფექტებს, როგორიცაა: გულისრევა ან ტემპერატურა, ხელი შეეწყო (თუმცა, არა გამოეწვია) მწვავე რეაქციისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პირველი ბენეფიციარები მოხუცთა საცხოვრებელში მცხოვრებნი არიან. შესაბამისად, მოსახლეობის ის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ამჟამად ნორვეგიაში ვაქცინაცია უტარდება, ძირითადად კორონავირუსის მომეტებული რისკის ქვეშ მყოფი და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან.

საიტი Geomediapress.ge-ის მიერ ნახსენები 400-მდე მოხუცი, რეალურად ნორვეგიაში ყოველ კვირას, მოხუცთა თავშესაფარში გარდაცვლილი მოხუცების მიახლოებითი რაოდენობაა და არა Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ მოხუცთა რაოდენობა. 

ნორვეგიის მედიკამენტური სააგენტოს განცხადებით, ხანდაზმულთა ჯგუფის ვაქცინაციის შემთხვევაში, აუცილებლად დაფიქსირდება სიკვდილიანობა, რომელიც დაემთხვევა ვაქცინაციის შემდგომ დროის მონაკვეთს.   

საბოლოო ჯამში,  Geomediapress.ge , Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ვაქცინის დისკრედიტაციას და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითად განწყობას და უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად. 

2021 წლის იანვრის მონაცემებით, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლებისგან COVID-19-ის სამი ვაქცინაა დამტკიცებული, ესენია: Pfizer-BioNtech, Moderna და AstraZeneca. მათ შორის 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ფართომასშტაბიანი აცრებისთვის პირველი ნებართვა Pfizer-BioNtech-ის ვაქცინამ მიიღო

ნორვეგიაში, ვაქცინის შედეგად მოხუცთა სახლებში გარდაცვალების შემთხვევების შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. გთხოვთ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა