• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უჰანში პირბადეების ტარება აღარაა სავალდებულო

დეზინფორმაცია: უჰანში პირბადეების ტარება აღარაა სავალდებულო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/01/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: უჰანში პირბადეების ტარება აღარაა სავალდებულო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ჩინეთის ქალაქ უჰანში COVID-19-ზე ჩატარებულმა მასობრივმა კვლევამ დაადგინა, რომ უსიმპტომო პაციენტები კორონავირუსის სხვებზე გავრცელებას არ იწვევენ. ვიდეოს თანახმად, კვლევაში მონაწილე 10 მილიონი ადამიანიდან 300-ს უსიმპტომოდ მიმდინარე COVID-19 დაუდგინდა. კვლევამ აჩვენა, რომ მათთან კონტაქტში მყოფ 1000-მდე პირს ვირუსი არ გადაედო. ამასთან ერთად, ვიდეოს თანახმად, აღნიშნული კვლევის შემდეგ ქალაქ უჰანში პირბადეების ტარება აღარაა სავალდებულო.

“ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში” (BMJ) 2020 წლის 1 დეკემბერს ნამდვილად გამოქვეყნდა კვლევის (სათაურით „უჰანის კვლევა ცხადყოფს, რომ COVID-19-ის ასიმპტომურმა შემთხვევებმა შესაძლოა, არ გამოიწვიოს კონტაქტში მყოფების დაინფიცირება“) მოკლე მიმოხილვა. სამედიცინო ჟურნალში მოცემული ინფორმაციის თანახმად, უჰანში 2020 წლის 14 მაისიდან 1 ივნისამდე შუალედში ჩატარებულ კვლევაში 10 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 10-დან 89 წლამდე შუალედს მოიცავდა. PCR ტესტირების მეთოდით ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 300 მონაწილეში COVID-19-ის ვირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდა. ამასთან ერთად, იმ 1174 ადამიანის ტესტი, რომელთანაც აღნიშნულ 300 ასიმპტომურ კვლევის პირს ჰქონდა კონტაქტი, უარყოფითი აღმოჩნდა. გავრცელებული Facebook-პოსტი ჩატარებული კვლევის შესახებ ფაქტებს არასრული კონტექსტით წარმოადგენს. მტკიცება, თითქოს უსიმპტომო პაციენტები კორონავირუსს არ ავრცელებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

BMJ-ში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მკვლევრები მოცემული კვლევის შედეგებს დანარჩენ ქვეყნებზე არ აზოგადებენ და არც იმას ამტკიცებენ, რომ ასიმპტომურ მატარებლებს ვირუსის სხვებისთვის გადაცემა არ შეუძლიათ. მკვლევრების თქმით, უჰანში კორონავირუსის ვირუალობის საგრძნობი შემცირება და ასიმპტომური ადამიანების მიერ სხვების დაინფიცირების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა, მოსახლეობის მხრიდან ისეთი მკაცრი ზომებისადმი ერთგულმა მორჩილებამ გამოიწვია, როგორიცაა: პირბადეების ტარება, ხელების რეგულარული დაბანა, სოციალური დისტანცია და კარანტინი. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ კვლევის შედეგები ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და დასკვნების განზოგადება ისეთ ქვეყნებზე, სადაც ვირუსის დამორჩილება ისევე წარმატებით ვერ მოხერხდა, როგორც ქალაქ უჰანში, კატეგორიულად არ შეიძლება. UEA’s Norwich-ის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელმა, ფუჯიან სონგმა, რომელიც უჰანში კოლეგებთან ერთად აღნიშნულ კვლევაზე მუშაობდა, განაცხადა, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ ადრე იყო კვლევის შედეგებით დაკმაყოფილება და მკაცრი შეზღუდვების მოხსნა, რადგან უსიმპტომო კოვიდდადებითი შემთხვევების რაოდენობა ქალაქში არ იყო დაბალი. მათ მიერ ვირუსის გავრცელების ალბათობა კი მაინც არსებობდა. შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების სავალდებულო ტარების და სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციები კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო.

ჯანმოს თანახმად, სხვადასხვა ქვეყნის კვლევებზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მიერ სხვებზე ვირუსის გადადების ალბათობა, სიმპტომების მქონე ინფიცირებულ პაციენტებთან შედარებით, გაცილებით დაბალია. თუმცა, „მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სიმპტომების არმქონე ადამიანები ვირუსს მაინც ავრცელებენ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, პრესიმპტომურ ფაზაში (როდესაც ადამიანის ორგანიზმი დაინფიცირებულია, მაგრამ მას ჯერ არანაირი სიმპტომი არ გამოვლენია) ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი არსებობს“.

ამრიგად, სფეროს სპეციალისტები თანხმდებიან, რომ კოვიდინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები კორონავირუსს შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც ავრცელებენ, ამიტომ ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იარაღად რჩება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა