იტვირთება

დეზინფორმაცია: ტელეფონიდან ინსტაგრამზე შესვლისას სპეციალური სხივები გამოდის, რომელთაც ტვინის უჯრედების დაზიანება და სიკვდილი შეუძლია გამოიწვიოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook გვერდი „ქრისტიანი დედები“ 2020 წლის 19 ოქტომბერს ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც, მარკ ცუკერბერგმა და ბილ გეითსმა პროგრამა შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ტელეფონიდან ინსტაგრამზე შესვლისას სპეციალური უხილავი სხივები გამოიყოფა. აღნიშნული სხივები ტვინის უჯრედებს აზიანებს და საბოლოოდ, სიკვდილს იწვევს.

პოსტი 2021 წლის იანვარში კვლავ აქტუალური გახდა, ამიტომ „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, აღნიშნული ამბავი გადაემოწმებინა და მომხმარებლებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა.

მარკ ცუკერბერგსა და ბილ გეითსს Instragram-ისთვის ერთობლივად რაიმე პროგრამა არ შეუქმნიათ. შესაბამისად, თუ დასახელებული პროგრამა არ არსებობს, Instragram-ზე შესვლით ამ პროგრამის საშუალებით ტელეფონიდან სპეციალური სხივების გამოყოფაზე საუბარი, რომელიც ტვინის უჯრედების დაზიანებასა და სიკვდილს იწვევს, საფუძველს მოკლებულია და არავითარ მეცნიერულ მტკიცებულებას არ ემყარება. აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ Facebook-გვერდის, „ქრისტიანი დედები“, მოგონილი ყალბი ამბავია. ფოტო კი, რომელიც პოსტს თან ახლავს, ონლაინ გამოცემა Business Insider-ის სტატიიდანაა. სტატია ცუკერბერგისა და გეითსის კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად წამოწყებულ ერთობლივ თანამშრომლობას ეხება, რომლის ფარგლებშიც ცუკერბერგი ბილ და მელინდა გეითსების ფონდში 25 მილიონ აშშ დოლარს რიცხავდა. პროექტი კოვიდინფიცირებულებისთვის ეფექტური სამკურნალო საშუალებების მოძიებას ისახავს მიზნად.

გვერდს „ქრისტიანი დედები“ Facebook-ზე არსად აქვს მითითებული, რომ მისი ანგარიში სატირული ან იუმორისტული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. თუმცა გვერდზე გვხვდება ისეთი პოსტები, რომელთა აღწერისა და მასზე Facebook-მომხმარებლების რეაქციების გათვალისწინებით, ჩანს, რომ პოსტი სატირული ხასიათისაა. თუმცა გვერდი „ქრისტიანი დედები“ კორონავირუსთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებსაც ეხება - აზიარებენ პოსტებს, რომელთა აღწერაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ფაქტი ყალბი და პოსტი სატირული შინაარსისაა. აღნიშნული პოსტებს კი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3539 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი