• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: Pfizer-ით ვაქცინირებული ექთანი, რომელმაც გონება დაკარგა, გარდაიცვალა

დეზინფორმაცია: Pfizer-ით ვაქცინირებული ექთანი, რომელმაც გონება დაკარგა, გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: Pfizer-ით ვაქცინირებული ექთანი, რომელმაც გონება დაკარგა, გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Pfizer-ით ვაქცინირებულ ექთანთან დაკავშირებით, რომელმაც პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა, სოციალურ ქსელში კვლავ არაერთი ყალბი ამბავი ვრცელდება. თავდაპირველად Facebook-მომხმარებლები არასრული კონტექსტით ვიდეოს აზიარებდნენ, რომლის თანახმადაც, ამერიკაში ექთანმა ვაქცინა გაიკეთა, რის შემდეგაც უგონოდ დაეცა. გავრცელებული პოსტების ავტორები მომხმარებელს ორიგინალი ვიდეოს სრულ კონტექსტს უმალავდნენ, სადაც ჩანს, რომ ექთანი მალევე უკეთ ხდება და განმარტავს, რომ მისთვის გონების დაკარგვა მცირე ტკივილზეც კი ჩვეული მოვლენაა. აღნიშნული ვიდეოს მანიპულაციური შინაარსის შესახებ „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახით  ყალბი ამბავი გავრცელდა, თითქოს Pfizer-ით ვაქცინირებული ექთანი გარდაიცვალა და ამის შესახებ ცნობებს მედია მალავდა.  

ერთი ვერსიის თანახმად, ექთანი, ტიფანი დოუვერი, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინის მიღებიდან 17 წუთში კამერების წინ გონება დაკარგა, ალაბამას შტატის ქალაქ ჰიგდონში ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.  პოსტის ავტორის მტკიცებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, დოუვერის გარდაცვალების ცნობაც თავადვე ნახონ. 

სხვა წყაროები აღნიშნულ ვიდეოს ისე ავრცელებენ, თითქოს შემთხვევა გერმანიაში მოხდა და ვაქცინირებიდან 8 დღის შემდეგ ექთანი გარდაიცვალა. ექთნის მშობლებმა ექიმებს უჩივლეს, თავად ექიმები კი, ვიდეოს გავრცელების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ყველა ზემოაღნიშნული მტკიცება - ექთნის რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვალების შესახებ - ყალბი ამბავია.

სინამდვილეში, ექთანი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. Facebook-მომხმარებლების მიერ ექთნის გარდაცვალების ცნობის ფოტოები კი მანიპულაციაა - მითითებულ მისამართზე გადასვლისას არა რეალური გარდაცვალების ცნობა, არამედ ამერიკელი მოქალაქეების შესახებ ზოგადი ცნობები გვხვდება. ჩატანუგას საავადმყოფომ (CHI Memorial Hospital), სადაც ექთანს ვაქცინა გაუკეთეს, 18 დეკემბრის შემდეგ, 19 დეკემბერს, განმეორებით განაცხადა, რომ დოუერი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. 21 დეკემბერს საავადმყოფომ ასევე ვიდეო გაავრცელა,  სადაც ექთანი და მისი კოლეგები ერთად დგანან. მათ ხელში ტიფანის გამამხნევებელი და ვაქცინაციის მხარდამჭერი ბარათები უჭირავთ. CHI Memorial-ის მარკეტინგის კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტმა, ლიზა მაკკლასკიმ, გამოცემა Associated Press-ს დაუდასტურა, რომ ექთანი კარგადაა და 21 დეკემბერს თავისი მორიგეობაც შეასრულა. 

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მტკიცება, რომ Pfizer-ით ვაქცინირებული ამერიკელი ექთანი გარდაცვლილია, ყალბია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა