• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბათუმში ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი მეოთხედ ჩავარდა

ბათუმში ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი მეოთხედ ჩავარდა

პროექტი მომზადდა, თუმცა ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი თითქმის სამი წლის შემდეგ გამოცხადდა.

10/12/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ქალაქ ბათუმის მერიამ ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში შპს „საქგზამეცნიერებისგან“ 25 000 ლარად შეისყიდა.  ხელშეკრულების ძირითადი პირობა იყო ბარცხანის ხიდის გამოკვლევა-გამოცდის შესახებ ტექნიკური ანგარიშის საფუძველზე დოკუმენტაციის მომზადება. მომსახურება საველე კვლევა-ძიებასა და კამერალურ (საველე პირობებში მოპოვებული მასალების მეცნიერული დამუშავება) სამუშაოებს მოიცავდა. ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მომსახურებისთვის კი იმავე კომპანიას, რომელიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, მანამდე, 2016 წლის 1 ივნისს, 40 000 ლარი გადაუხადა.  

პროექტი მომზადდა, თუმცა ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი თითქმის სამი წლის შემდეგ გამოცხადდა. 

2019 წლის იანვარში ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“  ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT190000759) გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 778 140 ლარი იყო. მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და ტენდერი არ შედგა. იგივე ბედი  ორი თვის შემდეგ გამოცხადებულ იმავე ღირებულების კიდევ ერთ ტენდერს (NAT190003228) ეწია.

ამის შემდეგ, 2019 წლის 1 ივნისს, სამმართველომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს წერილით მიმართა და განმარტა, რომ ტენდერის გამოცხადება მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო დაგვიანდა. სამმართველო ორი ტენდერის ჩაშლის მიზეზად პროექტის ტექნიკური პირობების ცვლილებისა და საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას ასახელებს. ასევე განმარტავს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება-რედაქტირება „საქგზამეცნიერების“ ექსკლუზიური უფლებაა, რადგან მისი შედგენილია. ამიტომ სააგენტოს თავმჯდომარისგან იმავე კომპანიასთან ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმების ნებართვას ითხოვს.

ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“  თანხმობა მიიღო და 2019 წლის 10 ივლისს კომპანიასთან, გამარტივებული წესით, 5 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მიმწოდებელს 30-დღიანი ვადა ჰქონდა, ანუ პროექტი იმავე წლის 9 აგვისტომდე უნდა ჩაებარებინა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეცვლიდან ახალი ტენდერის გამოცხადებამდე ერთ წელზე მეტი გავიდა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT200015822) 2020 წლის 9 ოქტომბერს გამოაცხადა, ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 069 100 ლარით განისაზღვრა. მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენმა“ მიიღო. 

სატენდერო კომისიამ კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაცია განიხილა. ოქმში ნათქვამია, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია მოთხოვნებს  სრულად არ შეესაბამება, რადგან პრეტენდენტმა ტექნიკური საშუალებების მის კუთვნილებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გეგმა-გრაფიკი არ წარადგინა. კომპანიას, დამატებითი დოკუმენტების წარსადგენად, სამდღიანი ვადა მიეცა, თუმცა საბოლოოდ დისკვალიფიკაცია მიენიჭა. აქედან გამომდინარე, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. 

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს უკვე მეოთხედ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT200017400) 4 დეკემბერს ასევე უშედეგოდ დასრულდა, რადგან მონაწილეობა არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო. 

საბოლოოდ, სახეზეა შპს „საქგზამეცნიერებისთვის“ გადახდილი თითქმის 70 000 ლარი, ოთხი ჩავარდნილი ტენდერი და ბარცხანის ხიდი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და რომლის შეკეთებას მოსახლეობა, უკვე წლებია, უშედეგოდ ელოდება. ხიდის მონაკვეთები კი დროდადრო იშლება და მასზე გადაადგილება სახიფათოა როგორც ავტომობილების, ისე - ფეხით მოსიარულეებისთვის.  

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა