• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ფასი მხოლოდ მასობრივ მოხმარების პურზე შენარჩუნდება

სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ფასი მხოლოდ მასობრივ მოხმარების პურზე შენარჩუნდება

პროგრამის მიზანი პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებაა.

04/12/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის მიზანი პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებაა.

პურის ფასის მოსალოდნელი მატების შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით ( დაწვრილებით იხილეთ სტატია). მაშინ აღვნიშნეთ, რომ პურის ფასის შესანარჩუნებლად, მთავრობას პურის ფქვილის ან პურის ფასის სუბსიდირება მოუწევდა. 

პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა მიმდინარე კვირიდან ამოქმედდა. პროგრამა 4-თვიანია და მისი ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი იქნება. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით: „50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და ეს არის პირობა წისქვილებისთვის. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს სუბსიდირება იქნება არაუმეტეს 10 ლარისა 50-კილოგრამიან ტომარაზე, რის შემდეგაც, პროგრამაში ჩართული წისქვილები შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ფასს, გარკვეული კონკურენცია იქნება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ სახელმწიფო რესურსი და ეს სუბსიდირება სახელმწიფოს დაუჯდეს უფრო ნაკლები თანხა, მაგრამ შედეგი მივიღოთ იგივე - არ გაიზარდოს არც ხორბლის ფქვილის და არც პურის ფასი“. 

საქართველო თვეში დაახლოებით 30 000 ტონა ფქვილს მოიხმარს. ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა კი თვეში  10 000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილს შეეხება. პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განმარტებით, სწორედ 10  000 ტონა ფქვილი არის საჭირო მასობრივი (ქარხნული) პურის გამოსაცხობად. „სუბსიდირების პროგრამა სწორედ იმ პურის ქარხნებს შეეხება, რომლებიც მასობრივი მოხმარების პურს აწარმოებს და პროგრამა მათთვის  53 ლარად პირველი ხარისხის ფქვილის მიწოდებას ითვალისწინებს. გამარჯვებული წისქვილკომბინატი ინტერესთა გამოხატვის და ჩატარებული სატენდერო კონკურსის შედეგად, სახელმწიფოსგან ყველაზე ნაკლები სუბსიდირების მოთხოვნის პრინციპით გამოვლინდება. დარჩენილი, დააახლოებით 20 000 ტონა ფქვილზე, მათ შორის პირველ და უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ხარისხზე, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა არ მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული ფქვილი ბაზარზე თავისუფალი საბაზრო ფასებით იქნება წარმოდგენილი“,- დასძინა მან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „თბილის ენერჯის“ მიერ დაანონსებული გაზის ტარიფის ზრდა არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, პურის საწარმოებს არ შეეხება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა თვეში მხოლოდ 10 000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილის ფასს შეეხება, რაც მასობრივი (ქარხნული) პურის წარმოებისთვის არის საჭირო. შესაბამისად, ამ კატეგორიის პურზე, ფასები არ გაიზრდება. ფქვილის სუბსიდირების პროგრამა 4-თვიანია და 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. სხვა კატეგორიის პურზე და ასევე საკონდიტო ნაწარმზე, ფასის მატება მოსალოდნელია.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა