ანალიზი:

Facebook-გვერდი „ტერენტი გლდანელი“ ვიდეოს აქვეყნებს, სათაურით, „სააკაშვილის არაადამიანური განცხადება კობა დავითაშვილზე 2018 წელს“. აღნიშნული ვიდეო სრული ინტერვიუს მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს და მანიპულაციური ხასიათისაა.

ვიდეოში კობა დავითაშვილზე საუბრის მხოლოდ მცირე ნაწილია მოჭრილი. სრულ ვერსიაში მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილსა და მას შორის ჩინეთიდან გამართულ სატელეფონო ზარზე, რომელიც კობა დავითაშვილს შეეხებოდა, ნამდვილად საუბრობს. თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვერსიაში, ვიდეოს ის ნაწილი ამოჭრილია, სადაც სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის პასუხს აკონკრეტებს: კობა დავითაშვილი „პოლიტიკურად მკვდარია, თუ არა და ნახავ, მალე მოკვდება“. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ამ დროს სატელეფონო ზარი დაასრულა, რადგან იცოდა, რომ ჩინელები და რუსები მის საუბარს უსმენდნენ და იწერდნენ. მისი თქმით, ამ ზარის შემდეგ, მალევე, კობა დავითაშვილს რუსეთიდან გამოგზავნილი ადამიანები თავს დაესხნენ და მისი მკვლელობა სცადეს. სააკაშვილი კი განმარტავს, რომ რუსებმა სწორედ ამ სატელეფონო ზარის ჩანაწერის მეშვეობით თავდასხმის მასზე გადაბრალება განიზრახეს. თუმცა დავითაშვილი შემთხვევით გადარჩა და ეფ-ეს-ბემ ეს ვერ შეძლო. ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ სრული შინაარსი დამახინჯებულია.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო მანიპულაციური ხასიათისაა, რეალური ამბის სრულ კონტექსტს არ წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია