• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ყალბი ამბავი: რიფამპიცინი კორონავირუსის სამკურნალოდ ერთადერთი ეფექტური წამალია

ყალბი ამბავი: რიფამპიცინი კორონავირუსის სამკურნალოდ ერთადერთი ეფექტური წამალია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის თანახმად, რიფამპიცინი კორონავირუსის სამკურნალოდ ერთადერთი ეფექტური წამალია. პოსტის ავტორი მკითხველს მისი შეძენისკენ მოუწოდებს.  „ეს წამალი არის კორონავირუსის სამკურნალო ერთადერთი წამალი. 100% გარანტირებულად შემიძლია გითხრა რომ სიცოცხლეს გინარჩუნებს დაინფიცირების შემთხვევაში და აღარ საჭიროებს ავადმყოფი სასუნთქ აპარატს და საავადმყოფოს. იშოვი მხოლოდ ფარმადეპოსა და ავერსში, ღირს 5 ლარი. იყიდე და თუ ოდესმე გაგიჭირდა, იმედი გქონდეს. მხოლოდ ეს წამალი აქრობს ფილტვის ანთებას (პნევმონიას) და ყველაზე რთულ მდგომარეობასაც შველის“ (იხილეთ ბმული 1; ბმული 2). 

მტკიცება, რომ რიფამპიცინი კორონავირუსის სამკურნალოდ ერთადერთი ეფექტური წამალია და ის ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც გიშველით, არის ყალბი ამბავი.

რიფამპიცინი ნახევრადსინთეტიკური ანტიბიოტიკია, რომელიც ძირითადად ტუბერკულოზის დროს გამოიყენება. ის ასევე ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია), ოსტეომიელიტის, პიელონეფრიტის, საშარდე და სანაღვლე გზების ინფექციების, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰონორეის, ოტიტის, მენინგოკოკური ინფექციის დროს, ინიშნება. 

ძლიერი უკუჩვენებების გამო, რიფამპიცინის გამოყენება თირკმლის დაავადებების და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში არ შეიძლება. ამასთან მედიკამენტის მიღების დროს შეიძლება ალერგიული რეაქციები, დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქცია  განვითარდეს. მედიკამენტი გაიცემა რეცეპტით და მისი ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა!  

COVID-19 არ არის ბაქტერიული ინფექცია, ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკი გავლენას ვერ ახდენს. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ მოქმედებს, მისი არამიზნობრივი გამოყენება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბების რისკს ზრდის. კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ანტიბიოტიკის გამოყენება, შესაძლოა, თანმხლები ბაქტერიული ინფექციის არსებობის შემთხვევაში გახდეს საჭირო. 

ანტიბიოტიკები მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და თვითმკურნალობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა!

ახალი კორონავირუსი სასუნთქი გზების დაზიანებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ვირუსი შეიძლება,  ფილტვის უჯრედში შეიჭრას და  ფილტვის სტრუქტურა დააზიანოს. უმეტეს შემთხვევაში, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევებში, მას თან  მძიმე გართულებები ახლავს, რომლებიც შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. საშუალო და კრიტიკულ შემთხვევებში, შესაძლოა, პნევმონია (ფილტვების ანთება) ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი განვითარდეს, რომლის დროსაც ფილტვის ალვეოლებში სითხე გროვდება. დაგროვებული სითხის გამო ფილტვებში საკმარისი სივრცე ჰაერისთვის აღარ რჩება, რის შედეგადაც, სისხლის მიმოქცევის სისტემაში გაცილებით ნაკლები ჟანგბადი აღწევს. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს  ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური ვენტილაციაა საჭირო. აქვე აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების (მაღალი არტერიული წნევა, სასუნთქი სისტემის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი) მქონე პირები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების გართულების რისკის ქვეშ, უფრო მეტად არიან.  

პოსტის ავტორი კორონავირუსის წინააღმდეგ რიფამპიცინის ეფექტიანობაზე საუბრით და მტკიცებით, რომ ის ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც უშველით, ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის! კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა ანტიბიოტიკი თვითნებურად არ უნდა მიიღოს  და ჯანმრთელობის  მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, აუცილებლად ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს. 

რეკომენდაციები COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მკურნალობის დროს:

- მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები;

- მიიღეთ ბევრი სითხე;

- არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე;

- ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზი და სხვა) დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა