• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ნაძვის ხისთვის ტოტების დამატება და საახალწლო გირლიანდები თბილისის მერიას 615 640 ლარი უჯდება

ნაძვის ხისთვის ტოტების დამატება და საახალწლო გირლიანდები თბილისის მერიას 615 640 ლარი უჯდება

დამდეგი ახალი წლისთვის თბილისის მერიას ნორვეგიიდან ნაძვის ხე არ ჩამოაქვს, თუმცა შარშან ნაყიდი ნაძვის ხის განახლება იგეგმება

18/11/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

დედაქალაქის შარშანდელი ნაძვის ხის ღირებულება მილიონი ლარი იყო. მისმა ფორმამ და ფასმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაშინ ნაძვის ხის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ქალაქის მერი კახი კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან“.

დამდეგი ახალი წლისთვის თბილისის მერიას ნორვეგიიდან ნაძვის ხე არ ჩამოაქვს, თუმცა შარშან ნაყიდი ნაძვის ხის განახლება იგეგმება. მთავარ ნაძვის ხეს ტოტებს დაუმატებენ და გადაუკეთებენ.

ძველი ნაძვის ხის „გასაახლებლად“ „თბილსერვის“ ჯგუფმა შპს „ ღამის შოუ სტუდიასთან“ 195 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით,  დასახელებული თანხიდან 103 850 ლარი უშუალოდ ნაძვის ხის ტოტების და წიწვების გადაკეთება-დამატებაზე დაიხარჯება, დანარჩენი კი ნაძვის ხის გასანათებელ მოწყობილობასა და აქსესუარებზე, კერძოდ, 70 950 ლარი - 70-ნათურიანი გირლიანდისთვის და 21 00 ლარი -10 მეტრიანი სტრინგი კაბელისთვის. ხელშეკრულება არსებული ნაძვის ხის 83 ტოტის ახალ ზომებში გადაკეთებას და 139 ცალი ახალი ტოტის დამზადებას  გულისხმობს. გარდა ამისა, ახალი ტოტებისთვის სამაგრების დამზადება, რკინის კონსტრუქციების მუქ მწვანე ფრად შეღებვა და ახლად დამზადებულ ტოტებზე წიწვების და გირლიანდების გადატანაა გათვალისწინებული.

გარდა ნაძვის ხის განახლებისა, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო გირლიანდების შესყიდვაც განახორციელა. ამ მიზნით შპს „ბენ 3“-თან ( NAT200014651) 419 840 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, ხელშეკრულების ფარგლებში 1600 ცალი 6 მეტრის სიგანის გირლიანდის შესყიდვა იგეგმება, რომელიც თეთრი, ცისფერი და ვარდისფერი დიოდური ნათურით იქნება დაფარული.

ამ მოცემულობით, 2021 წლის დედაქალაქის საახალწლო სამზადისი 615 640 ლარი ჯდება.  2020 წელს საახალწლოდ თბილისის ბიუჯეტიდან 3 620 853 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს - 2 მილიონ ლარზე მეტი, 2018 წლის საახალწლო სამზადისი კი - 3 მილიონი ლარი დაჯდა. როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში დედაქალაქის საახალწლო აქსესუარებზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. წინა წლებთან შედარებით, წელს თბილისის საახალწლო მორთულობაზე შედარებით მოკრძალებული თანხაა გათვალისწინებული, მაგრამ  პანდემიის ფონზე, როდესაც დედაქალაქის  ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 75%-ით არის შესრულებული და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რიგი დაგეგმილი პროგრამები ვერ განხორციელდეს, ნაძვის ხისთვის დამატებითი ტოტების შეძენა და გირლიანდებში ნახევარი მილიონის დახარჯვა, ერთგვარი ფუფუნებაა და არანაირი აუცილებლობით განპირობებული არაა.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა