• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სატირული პოსტები ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში

სატირული პოსტები ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

11/11/2020
ვერდიქტის გარეშე
განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია
Facebook Linkedin Twitter Print

სატირა #1: აქციის მონაწილეები თბილი წყლის ჭავლით დაშალეს და თბილი ხალათები დაურიგეს

Facebook-ზე გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია კადრი 8 ნოემბრის აქციიდან. ფოტოს თანახმად, კადრი ტელეკომპანია იმედის გადაცემიდან - „იმედის კვირა“ არის ამოჭრილი. ფოტოს სათაურად კი თანდართული აქვს აღწერა, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეები თბილი წყლის ჭავლით დაშალეს და თბილი ხალათები დაურიგეს.

რეალურად, მასალა ფოტო-მონტაჟის შედეგადაა მიღებული. ტელეკომპანია იმედის გადაცემა „იმედის კვირამ“ მართლაც გაავრცელა კადრები 8 ნოემბრის აქციიდან და ფოტოზე აღნიშნული კადრიც რეალურია. თუმცა სიუჟეტში საუბარია იმაზე, თუ რა ხდებოდა ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენებამდე. ტელეკომპანია იმედს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო აღწერით: „აქციის მონაწილეები თბილი წყლის ჭავლით დაშალეს და თბილი ხალათები დაურიგეს“, არ გამოუქვეყნებია. მომხმარებელთა უმეტესი ნაწილის გამოხმაურება აღნიშნული ფოტოსადმი სატირის ელემენტებს შეიცავს.

სატირა #2: ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცივი წყლის ძლიერი ჭავლი კორონავირუსის უჯრედებს შლის და უვნებელს ხდის

ტელეკომპანია იმედთან მიმართებით Facebook-ზე გავრცელდა კიდევ ერთი ფოტო, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია  ინფორმაციას ავრცელებს ცივი წყლის ძლიერი ჭავლის უნარზე დაშალოს და გააუვნებლოს კორონავირუსის უჯრედები.  

აღნიშნული მასალაც ასევე ფოტო-მონტაჟის შედეგია. ფოტო, რომელიც მასალაში გვხვდება ტელეკომპანია იმედმა ნამდვილად  გამოიყენა და ამას როგორც ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე მის Facebook-გვერდზე ვხვდებით. თუმცა ტელეკომპანია იმედის რეალურ პოსტში ფოტოს თანდართული აქვს აღწერა: „კოვიდინფიცირებულთაგან, 400-მდე ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა“.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე.თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

    უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა