• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ყალბი ამბავი: მიჩიგანში ხმების გაყალბების უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა

ყალბი ამბავი: მიჩიგანში ხმების გაყალბების უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი:

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, სათაურით, „მიჩიგანში ხმების გაყალბების უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა - 200 009+ ხმა არის ჩაყრილი ბაიდენის სასარგებლოდ. მიმდინარეობს გამოძიება.“

მიჩიგანში ხმების გაყალბების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის არჩევნების მონიტორინგის ვებგვერდზე მიჩიგანის შტატის მონაცემები შეცდომით შეიყვანეს. აღნიშნულმა ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ეჭვები გამოიწვია და მიჩიგანის მონაცემები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბებულად ჩათვალეს. მას Twitter-ზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელიც ბაიდენისთვის ხმების ხელოვნურად გაზრდაში სასამართლოს ჩარევას ითხოვდა. ბეჭდური ხარვეზი ვებგვერდმა მალევე, თითქმის 15 წუთში, გამოასწორა და ამის შესახებ საზოგადოებას Twitter-ის პოსტითაც ამცნო. მიჩიგანის ერთ-ერთი ოლქის მდივანმა განაცხადა, რომ მონაცემების ბაზაში შეყვანისას ერთი ნული შემთხვევით დაამატა, შესაბამისად, ჯო ბაიდენს 15 371 ხმის ნაცვლად, 153 710 ხმა დაუფიქსირდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ მედიებში საერთაშორისო მასშტაბით ვირუსულად გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ინფორმაციის სიყალბე ფაქტების გადამოწმების მრავალმა ორგანიზაციამ გამოააშკარავა: FactChechk.org, BBC, USA Today და სხვა გავლენიანმა გამოცემებმა. Twitter-მა ყველა მსგავსი ინფორმაციის შემცველ პოსტს იარლიყი მიამაგრა, რომელიც მკითხველს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სადავო ან შეცდომაში შემყვანი შინაარსის შესახებ აფრთხილებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა