იტვირთება

მედია პლათფორმა „ინფო საქართველომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ირაკლი კობახიძე: არჩევნები ოპოზიციის მიერ გაყალბდა რომ ჩვენ დაგვბრალებოდა“. სტატია ირაკლი კობახიძეს შემდეგ ციტატას მიაწერს: „ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, ოპოზიციამ 2019 წელშივე იცოდა რომ არჩევნებს წააგებდნენ, ამიტომ მოიფიქრეს ეს სქემა, გაეყალბებინათ არჩევნები ხოლო შემდეგ ეს ჩვენთვის დაებარლებინათ“.

სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ მოცემული ინტერვიუ რეალურად არ ჩატარებულა და სტატიაში მოყვანილი ციტატები გამოგონილია. ამდენად, სინამდვილეში „ინფო საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სატირული ჟანრისაა.

საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული აღნიშნული ინტერვიუ ნამდვილად აღიქვა, რადგან Facebook-ზე გავრცელებული სტატიის სათაურში გაფრთხილება არ ჩანს, რომ ინტერვიუ გამოგონილია.

აღნიშნული სტატია მის ბოლოს განთავსებული შენიშვნის გარეშე Facebook-ის არაერთმა მომხმარებელმა გააზიარა, რამაც მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებულად მიიჩნევს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას კი, არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ, აბსურდს უწოდებს.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ ფაქტ-მეტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე.თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

4664 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი