იტვირთება

1 ნოემბერს Facebook გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ გამოაქვეყნა საპროტესტო აქციის ფოტო, სათაურით „მრავალი ოპოზიციური პარტია შეკრებილა რუსთაველზე და მხოლოდ აი ამდენი დამიანი მოაგროვა...სასაცილოა, როდესაც მხოლოდ 200 ადამიანი კეტავს ქალაქის ცენტრალურ ქუჩას და მასობრივ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას...“

გვერდი ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირი ეთერის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დაახლოებით 17:00 სთ-ზე გადაიცემოდა. მის მიერ დასახელებული რიცხვი, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ რეალობას არ შეესაბამება: 200 ადამიანი აქციის მონაწილეთა დათვლის იმ შემთხვევას შეესაბამება, როდესაც აქციის ჩატარების ადგილას დაახლოებით 12 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანი იდგებოდა. ბუნებრივია, „სირცხვილის კორიდორი“ 200 ადამიანს განზრახ ასახელებს - აქციის მონაწილეთა რაოდენობის დასაკნინებლად.

„ფაქტ-მეტრმა“ამავე ტელევიზიის - მაესტროს - დაახლოებით იმავე დროის კადრი აიღო გადასამოწმებლად, რასაც „სირცხვილის კორიდორი“ ავრცელებს და შეკრებილი ხალხის დაახლოებითი რაოდენობა ონლაინმზომი ვებგვერდის - MapCheking.com -ის მიხედვით გამოთვალა.

ვებგვერდ MapChechecking-ის მიხედვით, ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი, დაახლოებით 2720 კვადრატული მეტრია. გამომდინარე იქიდან, რომ სიმჭიდროვე სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულია, ტერიტორია ნაწილებად დავყავით, თითოეულ მათგანზე დაახლოებითი სიმჭიდროვე და ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა გამოვთვალეთ, შედეგად კი, მთლიან ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა დაახლოებითი რაოდენობა დავადგინეთ.

ფოტოზე წითლად მონიშნული პირველი მონაკვეთი (იმ მონაკვეთების გამოკლებით, სადაც ადამიანთა დგომა შეუძლებელია) დაახლოებით 990 კვადრატული მეტრია, სადაც სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 1.5-დან 2 ადამიანამდეა. აღნიშნულ სიმჭიდროვეს შემდეგი მოდელირებები შეესაბამება:

შესაბამისად, პირველ მონაკვეთზე 1 350-დან 1 800-მდე ადამიანია.

მეორე მონაკვეთი დაახლოებით 420 კვადრატული მეტრია, სადაც სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 1-დან 1.5-მდე ადამიანს შეადგენს. აღნიშნულ სიმჭიდროვეს შემდეგი მოდელირებები შეესაბამება:

შესაბამისად, მოცემულ მონაკვეთზე დაახლოებით 420-630-მდე ადამიანია.

დანარჩენ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა ინდივიდუალური დათვლის შედეგად, დაახლოებითი 160 ადამიანია.

გამომდინარე აქედან, „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებულ ფოტოზე 17:00 სთ-ისთვის აქციის მინიმუმ 1930, მაქსიმუმ 2590 მონაწილეა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის, რომ პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა, შესაძლოა, მოგვიანებით შეცვლილიყო.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ ფაქტ-მეტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

4670 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი