იტვირთება

ანალიზი

Facebook-გვერდმა Turning Point of Georgia გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის სურათი და ამტკიცებს, რომ ის სარფშია და ის ხალხის მოქმედებას ელოდება.

აღნიშნულ Facebook-პოსტზე დაყრდნობით, publishers.ge-მ გამოაქვეყნა სიახლე შემდეგი სათაურით: „სასწრაფოდ! მეგობრებო ძალიან მაგარი ამბავი, ახალი ცნობებით მიშა ამჟამად იმყოფება სარფში“.

ამასთან, სიახლეში ჩასმულია ციტატა მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან: „თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე ჩამოვალ“. სტატიას თან ერთვის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც Facebook-ზე 31 ოქტომბერს 17:17 საათზე გამოაქვეყნა. ვიდეოში სააკაშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ვიდეო Youtube-ზე ატვირთა მომხმარებელმა - koba vasadze-მ, სათაურით: „mikheil saakashvili in surf“. publishers.ge-ს სწორედ მოცემული Youtube-ის ვიდეო აქვს ჩასმული სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გაუვრცელებია სარფში ყოფნის შესახებ ინფორმაცია და ვიდეოს დასათაურება - „მიხეილ სააკაშვილი სარფში“, მანიპულაციურია. მოცემული ინფორმაცია არც მედიაში დასტურდება. რეალურად, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება 2 ნოემბერს გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოში ვერ ბრუნდება:

ამასთან, მიხეილ სააკაშვილთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალი ლიდერების ინიციატივა“ - დირექტორი სოციალურ მედიაში აზიარებს პოსტს, რომლის მიხედვითაც, „ბოროტი ძალები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ვითომც ბატონი მიშა იმყოფება სარფში. ეს დეზინფორმაციაა და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება. გაერთიანებული ოპოზიციის დაშლას!“.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ შექმნილი ინტერაქტიული პლატფორმის Disinfoobserver-ის მიხედვით, Turning Point of Georgia მადისკრედიტებელი ტიპის გვერდია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად და, ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ არის შექმნილი.

ასევე აღსანიშნავია, რომ publishers.ge მადისკრედიტებელი სახის ინფორმაციებსაც ავრცელებს, მაგალითად ის ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრიარქს კომპრომატებით აშანტაჟებდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი