• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქლიქბეითის მანიპულაცია: ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ვალებს დაფარავს

ქლიქბეითის მანიპულაცია: ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ვალებს დაფარავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

30/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2020 წლის 14 ოქტომბერს, ვებგვერდზე „24news.com.ge” გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: “ბიძინა ჩვენს ვალებს დაფარავს” – ძალიან მაგარი ინფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა“.

აღნიშნული სტატია, მოგვიანებით, სხვადასხვა Facebook-ჯგუფში გავრცელდა, მათ შორის: „საქართველოსთვის“, „ყველაფერი ერთ სივრცეში“, „ეს საინტერესოა“.  

ვებგვერდზე გადასვლისას, საკითხის შესახებ დამატებით დეტალებს ვეცნობით:

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნებას მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ვალის ჩამოწერას გულისხმობს. ჯამურად ეს თანხმა 1.5-მილიონ ლარს შეადგენს“.

„მთავარი არხის“ მიერ „ქართული ოცნების“ კანონპროექტთა პაკეტის შესახებ სიუჟეტი მართლაც მომზადდა, თუმცა ეს ინფორმაცია პირველად არა გასულ დღეებში, როგორც ამას 24news.com.ge ამტკიცებს, არამედ, დაახლოებით, ორი თვის წინ გავრცელდა. არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ცნობით, უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებული აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი, 2020 წლის 20 ივლისამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეების მიერ ზედმეტობით მიღებული სახელმწიფო პენსიის, საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტისა და კომპენსაციის გაცემული თანხების პატიებას ეხებოდა. კანონპროექტის მიხედვით,  სახელმწიფო მოქალაქეებს ათავისუფლებს ვალდებულებისგან დააბრუნონ მათ მიერ კანონიერი საფუძვლის გარეშე ბიუჯეტიდან მიღებული თანხები. 

ამგვარად, ქლიქბეით ვებგვერდზე განთავსებული სტატიის სათაური მკითხველს მცდარ წარმოდგენას უქმნის, თითქოს მოქალაქეების ვალების დაფარვას ბიძინა ივანიშვილი აპირებს. სინამდვილეში, საუბარია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის იმ ფინანსური ვალდებულებების პატიებაზე (დაახლოებით, 1.5 მილიონი ლარი), რომლებიც მათ ბიუჯეტიდან ზედმეტობით მიიღეს.   

სენსაციური და ყვითელი სათაური მიუთითებს, რომ ვებგვერდი ე.წ. ქლიქბეითს წარმოადგენს (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ კონტენტს ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს). საგულისხმოა, რომ გასულ დღეებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, ქლიქბეით ვებგვერდების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ უკვე წერდა.  

ამასთან, ინფორმაცია მანიპულაციურად სოციალურ ქსელში პირველად 17 სექტემბერს ქლიქბეით ვებგვერდ 1SPORT.GE-ის ბმულით გავრცელდა და ის სექტემბრის თვის განმავლობაში Facebook-ზე მსგავსი ტიპის სხვადასხვა ვებგვერდის (footballs.ge, ok.siaxle.xyz, wwww.ge) ბმულის მეშვეობით ვრცელდებოდა. 

იხ. Facebook-ზე ყალბი ამბის გამავრცელებელი წყაროების სია  

Whois.DomainTools-ის თანახმად, ვებგვერდი 24news.com.ge შექმნილია 2020 წლის 14 მაისს. 

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

ნიკა მამულაძე
ნიკა მამულაძე

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა