იტვირთება

სატირა: სვანები სევანის ნაპირებიდან მოსული სომხები არიან
ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

Facebook მომხმარებელი, Karen Karapetyan, ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც, სვანები სევანის ნაპირებიდან მოსული სომხები არიან, მთებში ჩასახლების შემდეგ კი, ნაციონალისტებისგან თავის დასაცავად, კოშკები ააგეს. პოსტის თანახმად, მათი არქიტექტურა, სტილი სომხურია, რის შესახებ, ავტორის თქმით, იუნესკომაც იცის.



პოსტი Facebook მომხმარებლებმა ყალბ ამბად მონიშნეს, ამიტომ „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა.

Karen Karapetyan-ს Facebook-ზე არსად აქვს მითითებული, რომ მისი ანგარიში სატირული ან იუმორისტული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. თუმცა, მისი სხვა პოსტებისა და მასზე Facebook მომხმარებლების რეაქციების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ Karen Karapetyan-ის ანგარიშის შექმნის მიზანი სწორედ სატირული ხასიათის პოსტების გამოქვეყნებაა.



ცხადია, მოცემული Facebook ანგარიშის და მისი აქტივობების შესახებ ყველა მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია. შესაბამისად, ცალკეული გაზიარებული პოსტები ხშირად მკითხველისთვის დამაბნეველია და მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აღიქმება. აღსანიშნავია, რომ Karen Petrosyan მომხმარებლების ბრალდებებსაც იუმორით პასუხობს.


ცნობისთვის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში, ზემო სვანეთი 1996 წლიდანაა შეტანილი. იუნესკოს თანახმად, უშგულში არსებული ძეგლების მახასიათებლები სვანური თემის სოციალური ორგანიზებისა და ეკონომიკური მოდელის ამსახველია. ბუნებრივია, იუნესკო ზემო სვანეთის ტერიტორიას სვანურ და შესაბამისად, ქართულ ისტორიულ ძეგლად აღიარებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

4670 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი