იტვირთება

დეზინფორმაცია: ზუგდიდში ბანკის შენობის დაყაჩაღება „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული სპექტაკლია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე ზუგდიდში, 21 ივნისს მომხდარ „საქართველოს ბანკში“ თავდასხმასთან დაკავშირებით, მორიგი შეთქმულების თეორია ვრცელდება, რომლის თანახმადაც, ბანკის შენობაში მომხდარი დაყაჩაღება „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული სპექტაკლია. Facebook-მომხმარებელი აღნიშნულს მოსახლეობასთან ოპოზიციის დაგეგმილ შეხვედრას უკავშირებს. მისი მტკიცებით, გიორგი გახარიამ სპექტაკლი ხალხის დასაშინებლად და ქულების ჩასაწერად დადგა.

გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელმა ბანკში მძევლები აიყვანა და გამოსასყიდის სახით 500 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა. საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. საბანაძის განცხადებით: „ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები“. „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯავშანტექნიკა მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული. ამასთან, თავდამსხმელის ვინაობა ან მისი კავშირი მძევლებთან, ამ ეტაპზე, ცნობილი არაა. შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებულ მტკიცებას, რომ ბანკის დაყაჩაღება „ქართული ოცნების“ მიერ ხალხის დასაშინებლად და ქულების ჩასაწერად დადგმული სპექტაკლია, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.


მსგავსი სიახლეები

3418 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი