იტვირთება

დეზინფორმაცია: ფოტომანიპულაცია - ავსტრალიის ქალაქების და ლონდონის მერის ვაქცინაცია არ მომხდარა

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით ეს ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook-ში ლონდონის მერის, სადიქ ხანის, მიერ ვაქცინის გაკეთების სურათები დეზინფორმაციული და შეცდომაში შემყვანი აღწერით ვრცელდება:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მესამე ეტაპის გავლამდე მართლაც არ დარეგისტრირდება (გარდა რუსული ვაქცინისა, რომელთან დაკავშირებითაც სერიოზული ეჭვები არსებობს. რუსული ვაქცინის საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სურათზე მოცემულ შემთხვევაში ლონდონის მერი „5 თვეში შექმნილ ვაქცინას“ საკუთარ თავზე არ ცდის. პოსტში მოცემულ სურათებზე აღნიშნულია, რომ მერი სეზონური გრიპის ვაქცინას (flu jab) იკეთებს. გრიპის ვაქცინა კი ჯერ კიდევ 1940-იან წლებში შეიქმნა და დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. თუმცა პოსტში ეს ფაქტი არაა აღნიშნული და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, თითქოს ლონდონის მერი საკუთარ თავზე „5 თვეში შექმნილ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ცდის.

სიმართლეს არ შეესაბამება ის მტკიცებები, რომ პროცედურის დროს ნემსს თავი უკეთია და ვაქცინას „პირდაპირ ტანსაცმელზე აკეთებენ“. ყალბი მტკიცება, რომ მერს რეალურად ვაქცინა არ გაუკეთებია, რადგან ნემსს თავი უკეთია, ბრიტანულ Facebook-სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. გამოქვეყნებულ სურათზე ნემსი მართლაც სახურავითაა, თუმცა აღნიშნულს ლონდონის მერის სპიკერი გამოეხმაურა. მისი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის მერმა ვაქცინა რეალურად გაიკეთა და სურათი უბრალოდ ინექციამდეა გადაღებული.

სურათზე ასევე ჩანს, რომ ფარმაცევტი, რომელმაც მერს ვაქცინა გაუკეთა, მკლავზე ინექციის ადგილს ამზადებს და მერის პერანგს ასწორებს. დიდ ბრიტანეთში გრიპის ვაქცინა უმეტეს ადამიანს სწორედ კუნთოვანი ინექციის სახით დელტისებრ კუნთში უკეთდება, რომელიც მკლავის ზედა ნაწილშია.

სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ბრიტანული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის, Fullfact-ის, მასალა.


მსგავსი სიახლეები

3288 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი