• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კონსპირაცია მსოფლიო ბანკის 2025 წლის პროგრამის შესახებ

დეზინფორმაცია: კონსპირაცია მსოფლიო ბანკის 2025 წლის პროგრამის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: კონსპირაცია მსოფლიო ბანკის 2025 წლის პროგრამის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე: მსოფლიო ბანკი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის და მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 25 პროექტისგან შემდგარ გეგმას აქვეყნებს, რომლის მოქმედებაც 2025 წელს უნდა დასრულდეს. Facebook-ზე აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მსოფლიო ბანკი პანდემიის ვადას განსაზღვრავს და მსოფლიო ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბებას ცდილობს. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული კონსპირაციული თეორიის ნაწილს წარმოადგენს.

ანალიზი:

Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების პროგრამის კონსპირაციული თეორიით ახსნას ცდილობს. პოსტი პირველად, 27 სექტემბერს Facebook-მომხმარებელმა ნინო ბრეგაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემაც. ნინო ბრეგაძემ პოსტს კომენტარების სექციაში YouTube-მომხმარებლის ლოპატინ ევგენის მიერ 23 სექტემბერს გავრცელებული ვიდეო დაურთო. იგივე ვიდეო, სათაურით „პროექტ "COVID-19-ის" დასრულების ზუსტი თარიღი. კოსმოსური ვაქცინა“, თავდაპირველად, 10 სექტემბერს YouTube არხმა - წმინდა ვიაჩესლავის სასწაულები (Чудеса Святого Отрока Вячеслава) გამოაქვეყნა. შესაბამისად, ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული კონსპირაციები სათავეს რუსული წყაროებიდან იღებს.

შორე შანიძის პოსტში, რომელსაც 61 გაზიარება აქვს, განხილულია მსოფლიო ბანკის დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის არასწორი ინტერპრეტაციით, პოსტში ნათქვამია, რომ პანდემიის ვადას მსოფლიო ბანკი განსაზღვრავს: „ანუ, კიდე ხუთი წელი უნდა დაგვცინონ და გვაწამონ ამ სიტუაციაში...“, „ანუ ,,პანდემიის" ვადას განსაზღვრავს მსოფლიო ბანკი“. 

ამასთან, პოსტში კორონავირუსის ტოტალიტარული მსოფლიო სისტემის დამყარებისთვის გამოყენების შესახებ არსებული კონსპირაციული თეორიაა გამოკვეთილი: „ანუ, ტოტალიტარული საზოგადოების შექმნას დაჭირდება 5 წელი...რაც  შემოვა ეტაპობრივად, თანდათანობითი ბლოკირებით...“. მსოფლიო ბანკის განცხადებას, რომ კოვიდმა 100 განვითარებადი ქვეყანა მოიცვა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 70% ცხოვრობს, შორე შანიძის პოსტში შემდეგი სახის ინტერპრეტაცია აქვს: „ანუ, დედამიწის მოსახლეობის 70 პროცენტი ჩართულია თვალთვალში“.

სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების დოკუმენტის მიზანი 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მრავალფაზიანი პროექტების განხორციელების გზით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გამკლავებაში დახმარებაა. გეგმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) თანამშრომლობით შეიქმნა და 2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ბანკი 15 თვის განმავლობაში 150-160 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს, რათა ადამიანთა მოწყვლად ჯგუფებს პანდემიისგან მიღებული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. აღნიშნული დახმარება არის ფინანსური სახის და  ბენეფიციარ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდას. 

აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია, თითქოს, მსოფლიო ბანკი  პანდემიის ვადის განსაზღვრას ცდილობს, აბსურდულია. პანდემიის ვადის დადგენა შეუძლებელია და ვირუსის მომაკვდინებელი ეფექტის შემცირება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დამტკიცდება და ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, რომელიც  ვირუსით დაინფიცირების პრევენციას შეძლებს. ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში კი, ვირუსის გავრცელების შესუსტება შესაძლოა, ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტით“ მოხდეს, რაც მოსახლეობის უმრავლესობის დაინფიცირებას და შესაბამისი იმუნიტეტის ამ გზით გამომუშავებას გულისხმობს. თუმცა, „ჯოგური იმუნიტეტის“ ეფექტურობასთან დაკავშირებით მრავალი კითხვის ნიშანია, რადგან ახალი კორონავირუსის შესახებ ცოდნა ჯერ კიდევ ნაკლებია. ამასთან იმუნიტეტი, რომელსაც ვირუსი ტოვებს, მუდმივი არ არის.  

შორე შანიძის პოსტში მოყვანილი მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე 1970 წლიდან მუშაობენ, ცალსახად სიყალბეა. სინამდვილეში, ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2020 წლის 10 იანვარს  დაიწყეს, როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გენომი გამოაქვეყნეს. ვაქცინის გლობალური ალიანსის თანახმად, მას შემდეგ, რაც ცხოველებზე ვაქცინის გამოცდის წარმატებული შედეგები მიიღეს, მისი ადამიანებზე გამოცდის ფაზები დაიწყეს. კლინიკური კვლევის პირველი/მეორე (Phase I/II) ფაზა 23 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინის აღნიშნული ვარიანტი არ იწვევდა რაიმე გაუთვალისწინებელ რეაქციას, კვლევის პროცესი 28 მაისს დიდ ბრიტანეთში მეორე/მესამე ფაზაში (Phase II/III) გადავიდა. პარალელურად კი, ვაქცინის ტესტირება მესამე ფაზაში სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. 

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული გეგმის ფარგლებში, კორონავირუსთან გამკლავებისთვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად, 80 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა