• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თერმოსკრინინგი აზიანებს ჯანმრთელობას

დეზინფორმაცია: თერმოსკრინინგი აზიანებს ჯანმრთელობას

სინამდვილეში, აღნიშნული ტიპის თერმომეტრი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მისი გამოყენებით ადამიანების დასხივება შეუძლებელია.

22/09/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: თერმოსკრინინგი აზიანებს ჯანმრთელობას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook-ში მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ამტკიცებს, რომ თერმოსკრინინგი ჯანმრთელობისათვის სახიფათოა და მის მრავალჯერად გამოყენებას ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ: „მივიღე 15 თერმოსკრინინგი, რომელიც მავნებელია ჯანმრთელობისთვის! რამოდენიმეჯერ რომ ჩავიტარე ეს პროცესი, იმ წუთიდან ვერაფერი ვიგრძენი; მაგრამ რომ გავიდა გარკვეული დრო, კიდევ მივიღე ეს პროცესი, ვიგრძენით მე და ჩემმა შვილმა ძლიერი ფეხების ტკივილი, რომელიც წააგავს რევმატიზმს, მაგრამ, სამწუხაროდ, თრომბის სიმპტომები აღგვენიშნება, და ამის მიუხედავად, მინდა გაცნობოთ, რომ ხშირად თერმოსკრინინგი იწვევს სისხლის ჩაქცევას (იგივე თრომბს). იყავით ფხიზლად!!!“.

აღსანიშნავია, რომ თერმოსკრინინგთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით და, საქართველოშიც, აქამდეც, მრავალი შეთქმულების თეორია ვრცელდებოდა. ამგვარი დეზინფორმაციის მიხედვით, თერმოსკრინინგი სხვადასხვა დაავადებას იწვევს, მათ შორის, მხედველობის დაკარგვას, ეპიფიზის დასხივებას, თვალის ბადურისა და ტვინის უჯრედების დაზიანებას და ა.შ.

აღნიშნული მტკიცებები მცდარია და მას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. უკონტაქტო თერმომეტრებს სხვაგვარად ინფრაწითელ თერმომეტრებსაც უწოდებენ. ბაზარზე სხვადასხვა სახის უკონტაქტო თერმომეტრი არსებობს, თუმცა მათი მუშაობის სპეციფიკა მსგავსია. უკონტაქტო თერმომეტრებს აქვთ              ობიექტივი, რომელიც ადამიანის სხეულიდან გამოყოფილ ინფრაწითელ გამოსხივებას ზომავს. როდესაც ინფრაწითელი შუქი თერმომეტრის დეტექტორის ზედაპირზე ხვდება, ის სითბოდ გარდაიქმნება და ტემპერატურაში გამოისახება. სხეულის ინფრაწითელი ენერგია რაც უფრო დიდია, დეტექტორი მით უფრო ცხელდება და, შესაბამისად, თერმომეტრი მაღალ ტემპერატურას აჩვენებს. ინფრაწითელი თერმომეტრები საზიანო რადიაციას არ გამოყოფს. სამედიცინო სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ჯონ ჰოპკინსის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის ნეირორადიოლოგიის დირექტორის, დოქტორი ჰარის სარის მიხედვით, ის ორგანიზმის დაზიანების რისკს არ შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ უკონტაქტო თერმომეტრს ლაზერი აქვს, რომელიც თერმომეტრის სამიზნე ობიექტზე ფოკუსირებას ემსახურება. ლაზერი ტემპერატურას არ ზომავს. ის თერმომეტრის გამომყენებელს ეხმარება, რომ თერმომეტრი სხეულის სწორ ნაწილს დაუმიზნოს, ძირითადად შუბლს, სადაც ტემპერატურის გაზომვა უფრო მაღალი სიზუსტითაა შესაძლებელი. უკონტაქტო თერმომეტრის მიერ გამოყენებული ინფრაწითელი ტალღები მსგავსი ტიპისაა, რასაც ტელევიზორის სამართავი პულტი იყენებს.

ამერიკის „კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტოს“ (USFDA) ინფორმაციის მიხედვით, უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრების გამოყენება დაავადებათა გავრცელების რისკს ამცირებს და სწრაფად ზომავს ტემპერატურას, ის მარტივია გამოსაყენებლად და გასასუფთავებლად.

ამდენად, აღნიშნული ტიპის თერმომეტრი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მისი გამოყენებით ადამიანების დასხივება შეუძლებელია.

ამავე თემაზე „ფაქტ-მეტრი“აქამდეც წერდა.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა