იტვირთება

საარჩევნო კამპანიის პერიოდისა და კენჭისყრის დღის ოფიციალურად გამოცხადებამდე გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არათანაბარ გარემოსა და გარკვეული სახის დარღვევებზე უკვე მიუთითებენ.

გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში პარტიების უმრავლესობამ კანდიდატები უკვე დაასახელა. სურათი ასეთია:

· მმართველმა გუნდმა გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად შიდა ქართლის მოქმედი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი დაასახელა ,

· „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან თარხნიშვილი იქნება,

· „პოლიტიკური გაერთიანება-ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატად პაპუნა კობერიძეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრსა და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარს ასახელებს,

· „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატად კობა მაზანაშვილი დასახელდა ,

· „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: -ბადრი ბასიშვილის (მოქმედი პარლამენტარის) დასახელებას აპირებს. ქალაქში მისი ბანერიც გამოჩნდა, თუმცა ოპოზიციურ პარტიას ის ოფიციალურად აჯერ არ დაუსახელებია,

· „თავისუფალი საქართველოს“ სახელით ნანა აღორძინება, გორის მერობის ყოფილი კანდიდატი იბრძოლებს,

· სექტემბრის ბოლომდე ამ ოლქში კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამაც უნდა წარადგინოს.

ბოლო ორ თვეში ორგანიზაციებმა, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებენ, მათთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტი დარღვევად შეაფასეს.

სამართლიანი არჩევნების შუალედური ანგარიში, რომელიც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ა(ა)იპ-სა და „ლელოს“ კავშირებზე მიუთითებს, კონკრეტულად კისამართლიანი არჩევნებისინფორმაციით, ა(ა)იპმოძრაობა მომავლისთვის - მომო„ლელოს“ შვილობილ ორგანიზაციადაა შეფასებული, ის სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს. ორგანიზაცია პარტიალელო-სთან არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებსლელო საქართველოსთვისვიზუალურ მანიშნებელს - ყვითელ ფერს; ასევე - სოციალური აქციების დროს ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი დაორგანიზაციის დამფუძნებელი პარტიალელო საქართველოსთვისერთ-ერთი წევრი - თეონა დოლენჯაშვილია.

15 მაისს,მოძრაობა მომავლისთვის – მომო-ს ორგანიზებით, სოფელ ერგნეთში, ყველა ოჯახს (152 ოჯახი) სასურსათო დახმარება გაეწია. დახმარების გადაცემისთვის ერგნეთში,მომოსდამფუძნებელ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად, ჩასულები იყვნენ პარტიალელოსწარმომადგენლები: პოლიტიკური საბჭოს წევრი - კახა კოჟორიძე, გორის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე - პაპუნა კობერიძე და რეგიონული ოფისის წევრი - სოსო ვახტანგაშვილი. მათ ადგილზე გააკეთეს განცხადება და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს მამუკა ხაზარაძეს“,- წერია ISFED-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში. მეორე დღეს აღნიშნულ შეფასებას თავად ადრესატმა პარტიამ ბრიფინგით უპასუხა და აღნიშნა, რომ კანონი არ დარღვეულა, ვინაიდან საარჩევნო კამპანიის პერიოდი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა გორის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული კიდევ ერთი ფაქტი. ამჯერად საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ არაოფიციალური კანდიდატის მიერ მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგებას ეხება. „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი პოლიტიკურ სუბიექტებს მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,პარტიას ან მის წარმომადგენელს, ეკრძალება ამომრჩევლისთვის ნებისმიერი სახით, ფულადი ან მატერიალური სახსრების გადაცემა, მათ შორის პროდუქტების დარიგებაც იგულისხმება.

აღნიშნული ფაქტიც უნდა შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, მათ შორის, არასაარჩევნო პერიოდში. მითუმეტეს, როცა ეს პარტიის წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, უფრო მეტად შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.სამართლიანმა არჩევნებმა1 ივნისიდან დაიწყო წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი და მსგავს ფაქტებს ვაფასებთ, როგორც ტენდენციას. პროდუქტების დარიგებას ადგილი აქვს, როგორც მმართველი გუნდის მომავალი კანდიდატების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად, 2 შემთხვევა დავაფიქსირეთ, როდესაცნაციონალური მოძრაობისმხრიდან დარიგდა საკვები პროდუქტი სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებზე“,- განმარტავს ნინო რიჟიმაძე.

ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში გადახდას „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ბასიშვილი მოქმედი პარლამენტარია და გაჭირვებული ოჯახების დახმარებას კანონი არ უზღუდავს.

„ბადრი ბასიშვილი არის პარლამენტის წევრი და გაჭირვებულ ოჯახებს პერიოდულად ეხმარება რისი საშუალებაც აქვს. იმ შემთხვევაში თუ ჯარიმას დაგვაკისრებენ, მზად ვართ ამ საკითხზე ვიდაოთ სასამართლოში“,- ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

ამასობაში კი, მმართველი გუნდის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა გორსა და კასპში ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო. გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და აღნიშნა, რომ აპირებს არჩევნებამდე 183-მდე სოფელი მოიაროს.

ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება და ხურვალეთში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდებათ“,-ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

ყოფილი გუბერნატორისგან განსხვავებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილება უჭირთ მის ოპონენტებს, რაზეც ისინი ხშირად მიუთითებენ. მაგალითად, 9 ივლისს, „ლელოს“ წარმომადგენლები (მათ შორის დასახელებული კანდიდატი და მოქმედი საკრებულოს წევრი პაპუნა კობერიძე), სოფელ დიცში მოსახლეობასთან შესახვედრად სამართალდამცავებმა არ შეუშვეს. მათი თქმით, არგუმენტირებული პასუხი იმაზე, თუ რატომ ეზღუდებოდათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება, ვერცერთი უწყებისგან მიიღეს.

არჩევნების თარიღის გამოცხადებამდეც და მას შემდეგაც, გორი-კასპის ოლქში კვლავ აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, მათ შორის საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრების მოწყობა. მსგავს ფაქტებზე გორის მერიის თანამშრომლებიც მიუთითებენ და გორის მერს მათზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებენ. კონსტანტინე თავზარაშვილი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

საიასგორის ოფისისის ხელმძღვანელი გასული წლების ტენდენციებს იხსენებს და ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მმართველი გუნდის მხრიდან, შესაძლოა, ირიბი ძალადობის ფაქტებს პედაგოგების მიმართაც ჰქონდეს ადგილი. ბებიაშვილის შეფასებით, სკოლის წარმომადგენლებს საკუთარი ეთიკის ნორმები გააჩნიათ, მსგავსად საჯარო მოხელეებისა, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ პროცესებში მათი იძულებით ჩართვა (თუნდაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად), კანონით დაუშვებელია.საიაშიბოლო პერიოდში მმართველი გუნდის კანდიდატის ღონისძიებებზე მიუთითებენ,სადაც დამსწრეთა უმრავლესობა სწორედ საბიუჯეტო დაწესებულების წარმომადგენელია.

მმართველი გუნდის კანდიდატს გორი-კასპის ოლქში სასულიერო პირების კამპანიაში ჩართვის კუთხითაც აკრიტიკებენ. გიორგი ხოჯევანიშვილმა არჩევნების თარიღის გამოცხადებამდეც და მის შემდეგაც (უკვე კანდიდატად დასახელების შემდეგ) გორის ეპარქიის წარმომადგენლები სააგიტაციო შეხვედრების დროს გადაღებულ და საჯაროდ გავრცელებულ ფოტოებშიც არაერთხელ გამოაჩინა, რაც პოლიტიკოსებთან ერთად, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს. ამ საკითხს გამოხმაურება გორის ეპარქიის მხრიდანაც მოჰყვა. სასულიერო პირები სხვა კანდიდატების მიწვევის საფუძველზე მათთან სტუმრობისთვისაც მზაობას გამოთქვამენ.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში არათანაბარ გარემოზე მიმუთითებს ადამიანის უფლებათა ცენტრიც. იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ გიორგი ხოჯევანიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს და საჯარო მოხელეები სააგიტაციო პროცესში მოქალაქეთა სტატუსით ერთვებიან.

„საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ადამიანების მობილიზებას, გიორგი ხოჯევანიშვილის შეხვედრებისთვის. ახალგაზრდების ნაწილი გორის მუნიციპალიტეტში მოტყუების ფაქტებზეც საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იწვევდნენ და ადგილზე მისვლისას კანდიდატი დაახვედრეს. ასევე აღსანიშნავია პედაგოგებთან შეხვედრა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, გიორგი ხოჯევანიშვილს აქვს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ პერსონალთან აგიტაციის უპირატესობა, რაც მაგალითად ხელმიუწვდომელია სხვა კანდიდატებისთვის. სახელისუფლებო კანდიდატის შეხვედრებში აქტიურად ჩნდებიან საჯარო მოხოლეები, შსს-ს თანამშრომლები, საბავშო ბაღის აღმზრდელები და ა.შ“,- ამბობს ლექსო მერებაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხოჯევანიშვილის შტაბში მოსახლეობასთან მისი შეხვედრების გრაფიკს ასაიდუმლოებენ. ინფორმაცია არც მედიისთვისაა ხელმისაწვდომი. ყოფილი გუბერნატორი მისთვის სასურველ იფნორმაციას ფეისბუქის მხოლოდ საკუთარი გვერდიდან ასაჯაროვებს.

ამ ფონზე, შიდა ქართლში თითოეული პარტია თუ კანდიდატი საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულია, მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, გამარჯვებისთვის მათ 135281-ამომრჩევლიან გორი-კასპის მაჟორიტრულ ოლქში 127 უბნიდან მოქალაქეთა უმრავლესობის გულის მოგება მოუწევთ.

ფოტო: Imedinews.ge


მსგავსი სიახლეები

3215 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი