• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ყალბი ამბავი კორონავირუსის (COVID-19) მეორე ტალღაზე, კომენდანტის საათსა და შეზღუდვებზე

ყალბი ამბავი კორონავირუსის (COVID-19) მეორე ტალღაზე, კომენდანტის საათსა და შეზღუდვებზე

ვრცელდება პაატა იმნაძის განცხადების გაყალბებული ვერსია, თითქოს იგი საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღას ელის და კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დაბრუნებას აანონსებს.

20/08/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

sportliga.ge-მ და netsport.ge-მ 10 აგვისტოს სიახლე შემდეგი სათაურით გამოაქვეყნეს: „კომენდანტის საათი და შეზღუდვები უნდა დავაბრუნოთ მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ..“ სიახლეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, სურათი ერთვის. თუმცა შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილისა და ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადება შემდეგნაირადაა მოცემული: „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომაზე კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა მოსალოდნელი არის. შესაძლოა გარკვეული შეზღუდვების ამოქმედებაც გახდეს საჭირო. ველოდებით მეორე ტალღას და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებით სიწყნარე კორონავირუსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი ასეთია, რომ კორონავირუსის გაქრობა მოსალოდნელი არ არის და თუ ზამთრისთვის არ გვექნება ვაქცინა, კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის",- განაცხადა პაატა იმნაძემ.“


სტატიის სათაური და მასში მოცემული ინფორმაცია ერთმანეთთან შეუსაბამოა, რადგან სიახლეში კომენდანტის საათის შესახებ საუბარი არაა. მოცემული სტატია წარმოადგენს ე.წ. clickbait-ს, რომლის მიზანიც მკითხველის ყურადღების მიპყრობა და ბმულზე გადასასვლელად მათი წახალისებაა. 

Netsport.ge-ის სტატია, სავარაუდოდ, პაატა იმნაძის 13 მაისის განცხადებაზე დაყრდნობით მომზადდა. თუმცა, რეალური ციტატა ისეა შეცვლილი და დამახინჯებული, რომ მის საპირისპირო პოზიციას გადმოსცემს. ციტატის გაყალბება, სავარაუდოდ, სენსაციური სიახლის გავრცელებას ისახავდა მიზნად, რათა მეტი ადამიანი გადასულიყო ვებგვერდზე. პაატა იმნაძემ რეალურად შემდეგი განაცხადა: „არ ველოდებით მეორე ტალღას და არც იმას, რომ სწავლა ვერ განახლდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებით სიწყნარე კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი ასეთია, რომ კორონავირუსის გაქრობა მოსალოდნელი არ არის და თუ ზამთრისთვის არ გვექნება ვაქცინა, კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის“.


წყარო: pia.ge

sportliga.ge-მ და netsport.ge-მ წინადადებიდან - „...პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომაზე კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა მოსალოდნელი არ არის.“ - ამოიღეს სიტყვა „არ“ და შემდეგი ფორმით გაავრცელეს - „...პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომაზე კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა მოსალოდნელი არის“. ასევე რამდენიმე სიტყვის ამოღებით დაამახინჯეს ციტატის დასაწყისიც:

ორიგინალი: „არ ველოდებით მეორე ტალღას და არც იმას, რომ სწავლა ვერ განახლდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებით სიწყნარე კორონავირუსთან დაკავშრებით...“; 

გაყალბებული: „ველოდებით მეორე ტალღას და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებით სიწყნარე კორონავირუსთან დაკავშირებით“.

შესაბამისად, sportliga.ge და netsport.ge საზოგადოებას ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ, თითქოს პაატა იმნაძემ კორონავირუსის მეორე ტალღა ივარაუდა და შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის, შემოღება დააანონსა. სინამდვილეში, პაატა იმნაძე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღასა და სწავლის გადადებას არ ვარაუდობდა. აღსანიშნავია, რომ netsport.ge-მ აღნიშნული მანიპულაცია იდენტური სახით, იმავე სათაურით, ფოტოთი და ტექსტით, 2 თვის წინ, 10 ივნისსაც, გამოაქვეყნა.

აღნიშნული ყალბი ამბავი Facebook-ის ჯგუფების მეშვეობით აქტიურად გავრცელდა. 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიას Facebook-ში დაახლოებით 1400 ინტერაქცია ჰქონდა, ხოლო 10 ივნისს გამოქვეყნებულს - დაახლოებით 500 (ჯამში - 1965). 


აგვისტოში გამოქვეყნებული სტატია გაზიარებული Facebook-ჯგუფებში

თავდაპირველად გამოქვეყნებული სტატია გაზიარებული Facebook-ჯგუფებში

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების პოზიციებს კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, პაატა იმნაძემ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა. ხოლო 15 აგვისტოს კითხვას, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო, შემდეგნაირად უპასუხა: „სულ ტალღებზეა ხოლმე ლაპარაკი - პირველი, მეცხრე, მეცამეტე... ჩვენ პირველი ტალღაც ისეთი არ გვქონია, როგორიც უმრავლეს ქვეყნებს, ამიტომ რას დავარქმევთ, მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს თუ ა.შ მთავარი არის ის, რომ კორონა არის... ნიღაბი გავიკეთოთ და დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება“.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების „მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს“ და შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება, რადგან „კოვიდთან ერთად თანაცხოვრების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრით, „მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არ იქნება ის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა“. თენგიზ ცერცვაძე ასევე აცხადებს, რომ „მაშინაც კი, თუ მეორე ტალღის დროს ასე თუ ისე სერიოზული მატება დაავადების შემთხვევების იქნება, კლინიკური სექტორი მეორე ტალღას შეხვდება სრულ მზადყოფნაში, დაგროვილი გამოცდილებით“.

სტატიის მომზადებისას გამოყენებულია Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა