იტვირთება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, „POS TV“-ის ეთერში განაცხადა (30 წთ): „საქართველოს ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი“.

ბიუჯეტის ღიაობის ინდექსს „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ (IBP) აქვეყნებს და მის მიზანს ცალკეულ ქვეყნებში საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის შეფასება წარმოადგენს. კვლევის შედეგები 228 კითხვისგან შემდგარ კითხვარზეა დაფუძნებული, რომელზეც ძირითადად მკვლევარები ქვეყნის სამოქალაქო სექტორიდან (მაგ: საერთაშორისო გამჭვირვალობა) მუშაობენ. ღია ბიუჯეტის ინდექსის დაანგარიშებაში 109 განსხვავებული ინდიკატორია გამოყენებული. კვლევის მიზანს წარმოადგენს, შეფასდეს, მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის (ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი, მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი, სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები, სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში, სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ) დროულ გამოქვეყნებას რამდენად უზრუნველყოფს და არის, თუ - არა მათში ინფორმაცია სრულყოფილად ასახული.

2019 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელმა 100 შესაძლებლიდან 81 ქულა შეადგინა და 117 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზე იმყოფება.

ცხრილი 1: ღია ბიუჯეტის ინდექსი, 2006-2019 წლები

წყარო: საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა

როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს შემთხვევაში, თავისთავად ინდექსის შესაბამისი ქულა გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება და 2006-2019 წლების მანძილზე 34-დან 81 ქულამდე გაიზარდა. შესაბამისად, რეიტინგში ადგილის ცვლილების ტენდენციაც პოზიტიურია. 2006 წელს საქართველო, მოცემული პარამეტრით, 40 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებდა, 2019 წლის მონაცემებით კი, 117 ტერიტორიულ ერთეულს შორის მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, შვედეთსა და მექსიკას ჩამორჩება.


მსგავსი სიახლეები

3215 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი