• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გვიცავს თუ არა „ბე-ცე-ჟე“-ს (BCG) ვაქცინა ახალი კორონავირუსისგან? - მანიპულაციები, რომლებმაც შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს!

გვიცავს თუ არა „ბე-ცე-ჟე“-ს (BCG) ვაქცინა ახალი კორონავირუსისგან? - მანიპულაციები, რომლებმაც შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს!

თუ კვლევებით „ბე-ცე-ჟე“-ს ვაქცინის ეფექტიანობა დადასტურდება, COVID-19-ის ვაქცინის გამოგონებამდე, კორონავირუსთან ბრძოლაში ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა არა მის პრევენციაში.

03/04/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ინტერნეტმედია itar.ge-მ გამოაქვეყნა სიახლე სათაურით: „ახალი კვლევის თანახმად, ვისაც მსგავსი „შრამი“ გაქვთ მკლავზე, გილოცავთ, თქვენ კორონავირუსი ვერაფერს დაგაკლებთ - ანუ, ადამიანები, რომლებიც ე.წ „ბე-ცე-ჟე"-თი არიან აცრილები, კორონავირუსის მიმართ ყველაზე მდგრადები არიან“. აღნიშნულ სტატიას სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. CrowdTangle-ის მონაცემების მიხედვით, მას Facebook-ში ჯამურად 52 ათასზე მეტი ინტერაქცია (აქედან 26 ათასზე მეტი რეაქცია, 14 ათასზე მეტი კომენტარი და 12 ათასამდე გაზიარება) აქვს. აღნიშნულ საკითხს „საქართველო და მსოფლიოც“ შეეხო და განაცხადა, თითქოს „ბე-ცე-ჟეს“ ეფექტიანობა კორონავირუსთან ბრძოლაში უკვე დადასტურებულია. ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაცია „საქართველო და მსოფლიომ“ კვლავ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა და დასავლეთის ჩამორჩენილობაზე მიუთითა, რომელიც საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ ამ ვაქცინას არ იყენებდა. აღნიშნული საკითხი რუსულ მედიაშიც ფართოდ გავრცელდა. მანიპულაციური სათაურები რუსული მედიის შემთხვევაშიც ხშირი იყო, რომლებიც დაუდასტურებელ ჰიპოთეზას ფაქტად წარმოაჩენდა, მაგალითად: „კორონავირუსზე ტუბერკულოზის ვაქცინის ეფექტი აღმოაჩინეს“, „კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელსა და პოპულარულ ვაქცინას შორის კავშირი აღმოაჩინეს“, „ამერიკელი ეპიდემიოლოგები: BCG ვაქცინა კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ახდენს გავლენას“.

Itar.ge ეყრდნობა NeuroScience News-ისა და France24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ „გამოცემის ცნობით, კარგად ცნობილი ვაქცინა, ე.წ. „ბე-ცე-ჟე“ (BCG), რომელსაც ბავშვებში დღესაც აქტიურად იყენებენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე, შესაძლოა, წარმატებით იქნას გამოყენებული დაავადების პრევენციისთვის“.

აღსანიშნავია, რომ NeuroScience News და France24-მა, ისევე, როგორც სხვა წამყვანმა მედიებმა, აღნიშნული ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მართლაც გაავრცელეს, თუმცა itar.ge-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია რიგ უზუსტობას შეიცავს. უპირველესად კი, ის სათაურში, ვაქცინის შესაძლო გამოყენებას კორონავირუსთან ბრძოლაში, მანიპულაციურად წარმოაჩენს და მკითხველს არწმუნებს, რომ „ბე-ცე-ჟე“-ს აცრის შემთხვევაში, კორონავირუსი ვერაფერს დააკლებთ. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში მიწოდებით, საზოგადოება, „საქართველო და მსოფლიოსაც“ შეცდომაში შეჰყავს.

ავსტრალიელი მეცნიერები BCG ვაქცინის (რომელიც ტუბერკულოზის პრევენციისთვის შექმნილი ვაქცინაა) ეფექტიანობის კორონავირუსთან მიმართებით შესწავლას, მართლაც იწყებენ. კვლევა მელბურნში, მურდოხის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტში (Murdoch Children’s Research Institue) ჩატარდება. მას ინფექციური დაავადებების კვლევების ხელმძღვანელი ნაიჯელ კურტისი უძღვება. პროფესორ კურტისის თანახმად, BCG-ს ვაქცინას იმუნური სისტემის გაძლიერება შეუძლია, რაც, ზოგადად, ორგანიზმს მრავალი სახის ვირუსისა და ბაქტერიისგან უკეთ თავდაცვის საშუალებას აძლევს. კვლევაში მონაწილეობას 4 ათასი მოხალისე მედიცინის მუშაკი მიიღებს. კვლევა ექვსი თვე გაგრძელდება, ხოლო პირველადი შედეგები სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. კვლევები გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებშიც ტარდება. ნიდერლანდებში კვლევაში რვა საავადმყოფოს 1000 თანამშრომელი ჩაერთვება. დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადების მიხედვით, წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტის, და „ბე-ცე-ჟე“-ს ვაქცინის დამცველობითი ფუნქციის შესახებ არა ერთი ჰიპოთეზა გამოქვეყნდა, თუმცა ისინი ჯერჯერობით მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. ხოლო, მისი დადასტურების შემთხვევაში, საქართველო საკმაოდ დაცული იქნება, რადგან „ბე-ცე-ჟე“-თი აცრილი არის, როგორც ახალი თაობა, ასევე ძველი თაობა.

აღნიშნული ვაქცინა არ განიხილება კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების პრევენციის საშუალებად, როგორც itar.ge იტყობინება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ვაქცინა COVID-19-ის სიმპტომების სიმწვავეს შეამცირებს და შედეგად, დაინფიცირებული კორონავირუსს უფრო მარტივად გადაიტანს. მწვავე დაავადების განვითარების რისკის შემცირება კი, სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს. თუ კვლევებით „ბე-ცე-ჟე“-ს ვაქცინის ეფექტიანობა დადასტურდება, COVID-19-ის ვაქცინის გამოგონებამდე, კორონავირუსთან ბრძოლაში ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა არა მის პრევენციაში.

Itar.ge-ის სტატიის ავტორის მოსაზრების მიხედვით, საბჭოთა კავშირში ე.წ. „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინის ფართო გამოყენება ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ გავრცელდა ვირუსი ნაკლებად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში, რასაც ასევე რუსულ მედიაში ამტკიცებენ. „საქართველო და მსოფლიოც“ იმავეს ამბობს.

აღნიშნული უსაფუძვლო მტკიცებების საფუძველი, ნიუ-იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიური მეცნიერებების დეპარტამენტის სტატია(„ბე-ცე-ჟე-თი“ ვაქცინაციის პოლიტიკასა და COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის კორელაციასთან დაკავშირებით) გახდა, რომელიც მხოლოდ მეცნიერული ნაშრომის პირველად მონახაზს (preprint) წარმოადგენს. კვლევის სახით გამოქვეყნებამდე, მან ჯერ სხვადასხვა ექსპერტის შემოწმება უნდა გაიაროს.

სტატიაში უნივერსალური „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინაციის პოლიტიკის მქონე ქვეყნების მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის რაოდენობა, იმ ქვეყნების მილიონ ადამიანზე გარდაცვალების რაოდენობასთან არის შედარებული, რომელთაც მსგავსი პოლიტიკა არ ჰქონიათ. ქვეყნები სამ კატეგორიად: დაბალი, საშუალო და მაღალი შემოსავლების კატეგორიებად არის დაჯგუფებული. აღსანიშნავია, რომ „ბე-ცე-ჟე-ს“ ძირითადად დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში იყენებენ.

სიკვდილიანობის მაჩვენებელზე სხვა უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას (მაგალითად, მოსახლეობის საშუალო ასაკი, დაინფიცირებულების რაოდენობიდან გამომდინარე საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა, საჭირო აღჭურვილობა და ა.შ.) და ეს ცვლადები სტატიაში გათვალისწინებული არ არის. აგრეთვე, კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა ისეთ ქვეყნებშიც ფიქსირდება, სადაც უნივერსალური „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინა ფართოდ გამოიყენება, კონკრეტულად კი - ჩინეთსა და ირანში, რაც თავისთავად, ავტორის მოსაზრებებს უკვე საეჭვოს ხდის. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში, ვირუსის გავრცელება სხვადასხვა დროს დაიწყო და მისი გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე არიან. შესაბამისად, მსგავსი შედარება, არამართებულია.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა