• ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კორონავირუსთან დაკავშირებით სუპერმარკეტ ALDI-ში პანიკური ყიდვის ვიდეო ყალბია

კორონავირუსთან დაკავშირებით სუპერმარკეტ ALDI-ში პანიკური ყიდვის ვიდეო ყალბია

„ნიუსფრონტის“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით, 2020 წელს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების გამო სუპერმარკეტ „ALDI“-ში პანიკურ ყიდვას ასახავს, სინამდვილეში 2011 წელს არის გადაღებული.

25/03/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

რეზიუმე

„ნიუსფრონტის“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით, 2020 წელს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების გამო სუპერმარკეტ „ALDI“-ში პანიკურ ყიდვას ასახავს, სინამდვილეში 2011 წელს არის გადაღებული.

ანალიზი

18 მარტს „ნიუსფრონტმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „“ცივილიზებული” დასავლეთი – “კუჭისმიერი” პანიკა სხვადასხვა ქვეყნებში“. „ნიუსფრონტი“ წერს, რომ „კორონავირუსთან ბრძოლის დევიზით ხდება ხალხის ჩაგდება საფრთხეში, სუპერმარკეტებში პროდუქტების პანიკური დატაცების გზით“. ხოლო შემდეგ მოცემულია ვიდეოები, რომლებიც სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში მაღაზიებში არსებულ პანიკურ სიტუაციას ასახავს.

სტატიიდან ვიგებთ, რომ პირველი ვიდეო იტალიაშია გადაღებული. ვიდეო Youtube-ზე შემდეგნაირადაა დასათაურებული: „Panic-Buying At Aldi Supermarket, Amid The Coronavirus Outbreak“ (პანიკური ყიდვა სუპერმარკეტ ALDI-ში კორონავირუსის გავრცელების ფონზე). აღნიშნული ვიდეო 2020 წელს პირველად 29 თებერვალს Twitter-ზე გამოქვეყნდა, სადაც ვიდეოს ადგილმდებარეობად გერმანია იყო მითითებული.

მას შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა სოციალურ მედიაში, ვიდეო მრავალჯერ გაზიარდა. მართალია, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო მსოფლიოში პანიკური ყიდვა შეინიშნებოდა, თუმცა როგორც „ფრანს-პრესის“ ფაქტების გადამამოწმებელმა (AFP Fact Check) ვებ-გვერდმა გადაამოწმა, აღნიშნული ვიდეო მცდარია. ასევე ვიდეოს წარმომავლობა გადაამოწმა Bellingcat-მაც.

Youtube-ზე იძებნება იდენტური ვიდეო, რომელიც 2011 წელს არის ატვირთული. აღწერის მიხედვით, აღნიშნული ვიდეო 2011 წლის 31 იანვარს კიელში, ALDI-ის სუპერმარკეტში, სპეციალური ფასდაკლების დროს ხალხმრავლობას ასახავს.

„ფრანს-პრესიც“ და Bellingcat-იც ვიდეოში მოცემული სუპერმარკეტის ადგილმდებარეობასაც ადგენენ. ვიდეოში ALDI-ს გარდა მის გვერდით მდებარე სილამაზის სალონი F.B.I. (გერმანული სილამაზის სალონების ქსელი) ჩანს. ALDI-სა და F.B.I-ს ფილიალები ერთმანეთის გვერდით სწორედ კიელში, Citti-Park-ის სავაჭრო ცენტრში მდებარეობს (იხილეთ Citti-Park-ის ვებ-გვერდზე: ბმული1 და ბმული2). Google - ის რუკებზე მოცემული სურათები დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს. 2019 წელს გადაღებულ სურათზე ჩანს, რომ F.B.I-ის ლოგო შეცვლილია, ხოლო 2016 წლის სექტემბრის სურათზე იგივე ლოგოა, რაც ვიდეოში. ე.ი. ვიდეო 2016 წლის შემდეგ ვერ იქნებოდა გადაღებული. იგივე დასკვნამდე მიდის Bellingcat - იც.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა