• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ფოტოები და ვიდეოები, სადაც თითქოს კორონავირუსის შემთხვევებია ასახული, ფაქტჩეკერების გამოწვევას წარმოადგენს

ფოტოები და ვიდეოები, სადაც თითქოს კორონავირუსის შემთხვევებია ასახული, ფაქტჩეკერების გამოწვევას წარმოადგენს

2019 წლის კორონავირუსი, რომელმაც უკვე 132 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არა მხოლოდ მთავრობების და ჯანდაცვის საერთაშორისო სისტემების, არამედ ფაქტჩეკერების გამოწვევასაც წარმოადგენს.

30/01/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სხვადასხვა ქვეყნის 60-ზე მეტი ფაქტჩეკერი პარასკევიდან ერთობლივად მუშაობს საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელის კოორდინირებულ, კოლაბორაციულ პროექტში, რომელიც მომაკვდინებელ ვირუსთან დაკავშირებული სიყალბის დეკონსტრუირებას ისახავს მიზნად. ამ დრომდე, ფაქტჩეკერების ჯგუფმა, 80-ზე მეტი შეცდომაში შემყვანი კონტენტი გამოავლინა, რომელთა უმრავლესობა კორონავირუსის წარმოშობას, წლების წინ შექმნილ ყალბ პატენტს და ვირუსის განკურნების ან თავიდან არიდების უცნაურ გზებს ეხება.

თუმცა, ფაქტჩეკერების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ის ფოტოები და ვიდეოებია, რომლებზეც თითქოს ჩინეთში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

აშშ-ში მოქმედი PolitiFact-ის ფაქტჩეკერებმა, ამ კვირაში საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს იმის გარკვევას, რეალურად იყო თუ არა კორონავირუსთან კავშირში „ტიკტოკიდან“ აღებული და „იუთუბიზე“ განთავსებული ვიდეო. ვიდეოში ნაჩვენებია ადამიანები, რომლებიც სახის ნიღბებს ატარებენ და ქუჩებში, მეტროებსა და საავადმყოფოებში ეცემიან. აღნიშნული კონტენტის დეკონსტრუირების მცდელობისას, ჯგუფმა შენიშნა, რომ ტიკტოკის ვიდეოებს არ გააჩნიათ დროის ანაბეჭდი, შესაბამისად შეუძლებელია ატვირთვის ზუსტი თარიღის დადგენა. ჯგუფმა, ასევე გააცნობიერა, რომ „იუთუბი“ ჩინეთში არ არის ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავდა, რომ აშკარა ენობრივი ბარიერის გარდა, მათთვის, ასევე სირთულეს წარმოადგენდა პლატფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

ტაილანდში მოქმედი Sure and Share ცენტრის ფაქტჩეკერმა პიირაპონ ანუტარასოატმა, ოთხშაბათს შეძლო დასკვნის გამოტანა სურათზე, სადაც ასახულია თუ როგორ ეცემა მამაკაცი აეროპორტში. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ნასვამი იყო და არა 2019 წლის კორონავირუსით ინფიცირებული.

ფრანგული „ლიბერასიონის“ ფაქტების შემმოწმებელი განყოფილების „CheckNews“-ის რედაქტორის მოადგილემ პაულინ მულომ საერთაშორისო ფაქტჩეკერების ქსელთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფოტოებთან და ვიდეოებთან დაკავშირებით ანალოგიურ პრობლემებს წააწყდა, რამაც მისი ფრუსტრირება გამოიწვია. „CheckNews”-ის აუდიენცია პაულინ მულოს და ფაქტჩეკერების გუნდს აწვდიდნენ ჩანაწერებს სინამდვილის დასადგენად, თუმცა გუნდი ვერ ახერხებდა აღნიშნული ვიდეოების სასიკვდილო ვირუსთან კავშირის თაობაზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანას.

პაულინ მულოს განცხადებით, „ეს მაშინ ხდება, როდესაც ფაქტების შემოწმება სწორი გზაა, თუმცა მომხმარებლები მიმართავენ ფაქტჩეკერების გუნდს, გვისვამენ შეკითხვებს და ჩვენ, უბრალოდ, სათანადოდ ვერ ვასრულებთ ჩვენ სამუშაოს. ჩვენ ვერ შევძელით დაგვედგინა შეშფოთებული მედდების აღიარების ავთენტურობა, ან მართლა ჩინეთში იყო თუ არა გადაღებული, თუმცა ეს შეკითხვა მრავალჯერ დაგვისვეს.“

პაულინ მულოს თქმით, ფაქტჩეკერების საზოგადოებაში მიღებულია დახმარების თხოვნა ენობრივი ბარიერის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, ირანთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ჩინეთში ფაქტების გადამმოწმებელთა რაოდენობა უკიდურესად მცირეა.

ფაქტჩეკერებს კიდევ ერთ მწვავე საკითხთან უწევთ გამკლავება. ეს არის კონსპირაციული თეორიები და პოსტები, სადაც მცდარი ინფორმაციაა თავმოყრილი და მიზანს მსოფლიო მასშტაბით პანიკის დათესვა წარმოადგენს.

ფაქტჩეკერთა რამდენიმე ორგანიზაციამ შეძლო გაებათილებინა ყალბი ცნობები, რომელთა მიხედვითაც 2019 წლის კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ბიოლოგიური იარაღის პროგრამამ გამოიწვია. ყაზახური FactCheckKZ-ის თანახმად, აღნიშნული მტკიცება მცდარია. ანალოგიური შეფასება ჰქონდა PolitiFact-საც. პარალელურად, ძალას იკრებს კონსპირაციული თეორია, რომლის მიხედვითაც, ახალი ვირუსის გავრცელებას ხელი მაიკროსოფტის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა შეუწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პოსტების დეკონსტრუირება, ასევე, განხორციელდა გერმანული Correctiv-ის, ხორვატული Faktograph-ის და ამერიკული FactCheck.org-ის მიერ.

განსაკუთრებით ჭარბად გვხვდება შეცდომაში შემყვანი მონაცემები დაინფიცირებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის შესახებ. ესპანურმა Newtral-მა და ინდონეზიურმა Tempo-მ გამოავლინეს ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ვუჰანში ვირუსის შედეგად 10 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. უკანასკნელი ხელმისაწვდომი მონაცემებით (ა.წ. 29 იანვრის მდგომარეობით), მთელი ჩინეთის მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132 ადამიანს შეადგენს.

აღნიშნული პოსტი განახლდება საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელთან თანამშრომლობით.

წაიკითხეთ სტატია ესპანურად Univision-ზე.

* კრისტინა ტარდაგილა არის საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელის ასოცირებული დირექტორი და Agência Lupa-ს დამფუძნებელი. კრისტინა ტარდაგილას ელექტრონული ფოსტის მისამართია: [email protected]

* კორონავირუსის კოლაბორაცია: კოლაბორაციული პროექტი, რომელსაც კოორდინირებას უწევს საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელი. პროექტი დაიწყო 2020 წლის 24 იანვარს და გაგრძელდება აღნიშნული მომაკვდინებელი დაავადების მსოფლიო მასშტაბით გავრცელების პერიოდში. განსხვავებულ დროით სარტყელში კომუნიკაციის და კონტენტის გაზიარების მიზნით ფაქტების გადამმოწმებლები იყენებენ საერთო Google Sheet-ს და Slack არხს. უახლესი ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჰეშტეგები #CoronaVirusFacts და #DatosCoronaVirus

აღნიშნული სტატია თავდაპირველად Poynter Institute-ის ვებგვერდზე www.poynter.org გამოქვეყნდა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა