რეზიუმე: 2019 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) შეადგინა 909 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 185 მლნ აშშ დოლარით (16.9%) ნაკლებია.

რაც შეეხება უშუალოდ წლიურ ანალიზს, პუი-ს მოცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება წინა წელთან შედარებით 2018 წელს დაფიქსირდა (-35.5%) ასევე, კლება დაფიქსირდა 2015 (-5.9%) და 2016 წელს (-4.6%). პოლიტიკოსის მიერ დასახელებული კლება ფაქტობრივ მაჩვენებელს აღემატება, თუმცა ბოლო წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ანალიზი

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა,ტოკშოუში „ღამის მთავარი“ განაცხადა: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები [საქართველოში] კატასტროფულად, წელიწადში 50-60% მცირდება“. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

არსებული მდგომარეობით, გამოქვეყნებულია 2019 წლის პუი-ს სამი კვარტლის სტატისტიკა რომლის მიხედვით საქართველოში, წლის განმავლობაში, 909 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. სამი კვარტლის ჯამური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 185 მლნ აშშ დოლარით (16.9%) ნაკლებია.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული ცვლილება წინა წელთან 2014-2019 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წელი

2014

2015

2016

2017

2018

2019(3 კვ.)

პუი

1837

1729.1

1650.3

1962.6

1265.2

909

ცვლილება წინა წელთან

76.8%

-5.9%

-4.6%

18.9%

-35.5%

-16.9%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება უშუალოდ წლიურ ანალიზს, პუი-ს მოცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება წინა წელთან შედარებით 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა. ასევე, კლება დაფიქსირდა 2015 წელს (-5.9%) და 2016 წელს (-4.6%).

საქსტატის განმარტებით, პუი-ს შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). ამ ტექნიკური განმარტების მიუხედავად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინვესტიციების ნაწილი ქვეყნიდან აქამდეც გადიოდა (იფარებოდა ვალები, სხვისდებოდა კომპანიები), მაგრამ აღნიშნული გადინება სხვა ნაკადებით ბალანსდებოდა, რაც ბოლო წლებში ვერ მოხერხდა. შესაბამისად, პუის კლება ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს და ტექნიკური მიზეზებით მისი ახსნა არსებულ სურათს ვერ შეცვლის.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი