ანალიზი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი [1] პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით გადაადგილდება. ტერმინი აერთიანებს როგორც ტურისტებს, ასევე პირებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს და მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით).

საერთაშორისო ვიზიტორები 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები არიან, რომლებმაც საკუთარი ჩვეული გარემოდან ვიზიტი საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოს ტერიტორიაზე გაათენა. აღსანიშნავია, რომ განცხადებებში ზემოხსენებული კატეგორიების სინონიმებად გამოყენება გავრცელებული შეცდომაა. მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ კვლევა.

------------------------------------------------------------------------------

[1] პირი, რომელიც ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად 182 დღეზე მეტ ხანს არ იმყოფება. ასევე, უცხოეთში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში არ იმყოფება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი