იტვირთება

აჭარის ა/რ 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები 32 248 300 ლარით იზრდება და 322 094 300 ლარს შეადგენს. გადასახდელები 350 094 300 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით, პარამეტრი 7 890 900 ლარით იზრდება. რაც შეეხება ნაშთის ცვლილებას, შარშან მაჩვენებელი 52 357 400 ლარი იყო, წელს კი 28 000 000 ლარია დაგეგმილი.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის დაგეგმილი შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება

დასახელება

2019 წლის გეგმა, ლ

2020 წლის გეგმა, ლ

შემოსულობები

289846 000

322094 300

შემოსავლები

270996 000

301250 000

არაფინანსური აქტივების კლება

18850 000

20844 300

ფინანსური აქტივების კლება (ნაშთის გამოკლებით)

0

0

გადასახდელები

342203 400

350094 300

ხარჯები

249623 900

246711 100

არაფინანსური აქტივების ზრდა

90440 400

100921 400

ფინანსური აქტივების ზრდა (ნაშთის გამოკლებით)

0

0

ვალდებულებების კლება

2139 100

2461 800

ნაშთის ცვლილება

-52357 400

-28000 000

წყარო: აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი

აჭარის ა/რ ბიუჯეტში შემოსულობების ზრდა შემოსავლების ნაწილშია დაგეგმილი, ძირითადად, გადასახადების კომპონენტის ზრდის საფუძველზე. თუ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 261 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის დაგეგმილი მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, 11,11%-ით არის გაზრდილი და 290 მლნ ლარს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ბიუჯეტში, ხარჯების ნაწილში,2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1,17%-იანი კლებაა დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების ხარჯები იზრდება.

ცხრილი 2. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტით დაგეგმილი ხარჯები

დასახელება

2019 წლის გეგმა, ლ

2020 წლის გეგმა, ლ

ხარჯები

249623900

246711 100

შრომის ანაზღაურება

37056 400

39269 700

საქონელი და მომსახურება

37139 700

44758 700

პროცენტი

1912 300

1144 700

სუბსიდიები

4 762 400

7575 800

გრანტები (გაცემული)

66060 200

66757 300

სოციალური უზრუნველყოფა

14438 300

15001 400

სხვა ხარჯები

88254 600

72203 600

წყარო: აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ შარშან შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხა მთლიანი ხარჯების 14,84%-ს შეადგენდა. წელს კი გეგმის მიხედვით, 15,92% იქნება. თუ ადმინისტრაციული ხარჯის („საქონელი და მომსახურებას“ პლუს „შრომის ანაზღაურება“) ანალოგიური პერიოდების მაჩვენებელს ერთმანეთთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 13,25%-იანი ზრდაა დაგეგმილი. მთლიან ხარჯებთან მიმართებით კი ადმინისტრაციული ხარჯის წილი 2019 წელს 29,72% იყო, ხოლო 2020 წელს 34,06% იქნება, ანუ 4,34%-ით მეტი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში იმ დასაქმებულთა რაოდენობაც, რომელთა შრომის ანაზღაურებაც აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება, ოთხი ერთეულით იზრდება.

ცხრილი 3. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დაგეგმილი ასიგნებები

დასახელება

2019 წელი

2020 წელი

დასაქმებულთა რიცხოვნობა

ხარჯი, ლ

შრომის ანაზღაურება, ლ

ასიგნება

დასაქმებულთა რიცხოვნობა

ხარჯი, ლ

შრომის ანაზღაურება, ლ

ასიგნება

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

117

5106 800

3433 200

5370 800

117

5176 800

3433 200

5216 800

უმაღლესი საარჩევნო კომისია

21

669 000

589 200

669 000

4 632

3105 200

2130 000

3111 000

საარჩევნო სისტემების დახვეწა და გაუმჯობესება

21

669 000

589 200

669 000

21

711 000

631 200

710 200

არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა

0

0

0

0

4 611

2395 000

1498 800

2400 000

მთავრობა

68

3225 800

1828 200

3258 400

68

3220 200

1828 200

3250 200

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

269

26628 400

5456 200

98506 900

269

28183 900

5419800

113800 800

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

86

3770 900

2098 200

24176 400

86

3794 200

2101 800

29913 700

სახაზინო მომსახურება

9

212 800

190 800

212 800

9

209 800

190 800

214 800

რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა

37

4591 100

675 000

7302 100

37

4977 900

684 000

7277 900

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

46

8757 000

895 200

9121 800

46

9171 900

895 200

9711 300

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

52

8273 800

995 800

56671 000

52

8788 500

946 800

64982 200

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

2 417

41063 900

18462 500

53191 200

2 416

43814 500

19065 600

56390 100

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

125

20651 400

2360 600

20662 200

127

20990 500

2384 600

21000 000

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

313

9058 900

4926 400

15186 200

316

12533 800

5008 200

15178 200

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო

212

4464 700

2690 200

4754 500

212

5070 500

2683 200

5474 100

წყარო: აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი
შარშან, აგვისტოში, რეგიონის მთავრობის ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა. 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცენტრის ასიგნებები 652 500 ლარს შეადგენდა, ხოლო წელს 994 000 ლარით დაფინანსებაა დაგეგმილი. შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხა, შესაბამისად, 311 400 ლარი იყო და ახლა 530 400 ლარია. ეს ნიშნავს, რომ 2019 წელს დასაქმებულების ხელფასების წილი მთლიანი ასიგნებების 47,72% იყო, 2020 წელს კი 53,36% იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია, მთელი რიგი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება მცირდება. მაგალითად, 90 300 ლარით, ანუ 6,96%-ით არის შემცირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება. თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა ორი ერთეულით იზრდება და შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მოცულობაც გაზრდილია. სამი ერთეულით იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ხარჯი 3 474 900 ლარით ანუ 38,36%-ით იმატებს, ხოლო შრომის ანაზღაურება - 81 800 ლარით, 1,66%-ით. 2020 წლის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება შემცირებულია. ცხრილი 4. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება, აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

მუნიციპალიტეტი

2019 წლის გეგმა, ლ

2020 წლის გეგმა, ლ

ბათუმის

30658 800

26000 000

ქობულეთის

15753 100

13650 000

ხელვაჩაურის

2394 000

2050 000

ქედის

4238 700

3600 000

შუახევის

4 850 000

4100 000

ხულოს

3000 000

3000 000

წყარო: აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შარშან ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის სპეციალური ფინანსური დახმარება რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო. წელს კი ამ მიზნით 8 მლნ ლარია გამოყოფილი.ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც 3 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის სპეციალური ფინანსური დახმარება გადაეცემა.

რაც შეეხება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, მათი დაფინანსების მაჩვენებელი 45 852 500 ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით, 27,72%-ით ნაკლებია. ამ საწარმოთა შორის არის შპს „ჰიგიენა 2009“, რომელსაც სახელი შეეცვალა და ამ ეტაპზე „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ეწოდება. ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2010 წელს დაწყებული პროექტი ჯერაც ვერ განახორციელა. აღნიშნულის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ სტატია 2018 წელს გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის დაფინანსება 3 153 000 ლარით დაიგეგმა. გარდა ამისა, 39 723 500 ლარით დაფინანსდება შპს „სტადიონი“, რომელიც ბათუმში 2018 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების სტადიონს აშენებს. იგივე ორგანიზაცია ახორციელებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროექტს, რომელის დასრულებაც არაერთხელ გადაიდო.

უნდა ითქვას, რომ განუხორციელებელი, დროში გაწელი და დაუსრულებელი პროექტები ბიუჯეტს ძვირი უჯდება, რადგან სესხების მომსახურებისთვის სოლიდურ თანხებს იხდის, პროექტიდან მისაღებ შედეგს კი ვერ იღებს. წელს ამ მიზნით ბიუჯეტში 1 144 700 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, უცხოეთიდან მიღებული სესხის დაბრუნების მიზნით, ბიუჯეტში 2 461 800 ლარია გათვალისწინებული.

2020 წელს აჭარის მთავრობას 12 669 500 ლარი მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის აქვს გამოყოფილი, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის საჭირო ქონების გამოსყიდვის სანაცვლოდ, 3 092 900 ლარის ოდენობის კომპენსაციას გასცემს.

ფოტო:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო


მსგავსი სიახლეები

3008 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი