10 იანვარს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ფოტო (ე.წ. “screenshot”), სადაც მოცემულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ოფიციალური Facebook გვერდის მიერ გამოქვეყნებული ლექსი. სავარაუდოდ, თავდაპირველად ფოტო ატვირთა Facebook მომხმარებელმა საკუთარ პირად გვერდზე, სადაც იგი თავად მიუთითებს, რომ ორიგინალი პოსტი არჩილ თალაკვაძის გვერდზე აღარ იძებნება.

ფოტოზე დრო შემდეგნაირად არის მითითებული - 23:45am. Am (Ante Meridiem - ლათინურად შუადღემდე) და PM (Post Meridiem - ლათინურად შუადღის შემდეგ) არის დროის აღწერის 12-საათიანი ფორმატი. AM აღნიშნავს ღამის 12 საათიდან და დილის 12 საათამდე პერიოდს, ხოლო PM - პირიქით, დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე. 23:45am ფორმატი არ არსებობს და Facebook-ზე მსგავსი ჩანაწერი ვერ იქნებოდა. ფოტო, რომ რეალური იყოს მასზე მითითებული დრო იქნებოდა შემდეგნაირად: ან 24 საათიანი ფორმატით 23:45, ან 12-საათიანი ფორმატით - 11:45 pm.

შესაბამისად, გავრცელებული მასალა არის ყალბი ფოტო.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი