იტვირთება

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ხელისუფლებას დღემდე ის დეპუტატები აღასრულებენ, რომლებიც 1991 წელს ფარული კენჭისყრით არიან არჩეული , ან აღნიშნული ორგანოს შემადგენლობაში შეყვანილი არიან კოპტაციით (დამატებითი არჩევნები - არჩევითი ორგანოს შემადგენლობის ახალი წევრებით შევსება გამოკლებული წევრების ნაცვლად. გადაწყვეტილებას იღებს თავად ეს ორგანო). აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დროებით თბილისშია განთავსებული.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რამდენი სატრანსპორტო საშუალება ირიცხება , საბჭოს წევრების გადაადგილებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტის მოვლა-შენახვა და საწვავი რა ჯდება, ასევე, თითოეული ავტომობილი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში რა მანძილს ფარავს. უწყებამ მონაცემები 2013-2018 წლებში უკვე ათვისებული და 2019 წელს დაგეგმილი ხარჯის შესახებ მოგვაწოდა. ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად თოთხმეტ ავტომობილს ინახავს.

ცხრილი 1. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები

სატრანსპორტო საშუალება

დანიშნულება

ჰიუნდაი

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

კია სორენტო

თავმჯდომარის მოადგილე

კია სერატო

თავმჯდომარის მოადგილე

კია პიკანტო

აპარატის უფროსი

ჰიუნდაი აქცენტი

ფრაქცია

რენო დასტერი

კომისია

ჰიუნდაი აქცენტი

კომისია

ტოიოტა კოროლა

კომისია

ჰიუნდაი აქცენტი

კომისია

შკოდა ოქტავია

ფრაქცია

ფორდ ფოკუსი

კომისია

რენო დასტერი

სამორიგეო

კია პიკანტო

სამორიგეო

შკოდა ოქტავია

სამორიგეო

წყარო: აფხაზეთის ა/რ ფინანსთა უმაღლესი საბჭო

როგორც ირკვევა, პერსონალური ავტომობილებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი ორი მოადგილე და აპარატის უფროსი სარგებლობენ. შვიდი სატრანსპორტო საშუალება ორ ფრაქციასა და ხუთ კომისიას შორის არის გადანაწილებული, ხოლო სამი ავტომობილი სამორიგეო დანიშნულებისაა. მათი მოვლა-შენახვისთვის (საწვავი, ტექმომსახურება) 2013-2018 წლებში, ჯამში 600 000 ლარამდე დაიხარჯა, აქედან 157 000 ლარამდე - მხოლოდ რემონტისა და ტექმომსახურებისთვის.

ცხრილი 2. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ ავტომანქანების საწვავსა და რემონტზე დახარჯული თანხა, 2013-2018 წლები

წელი

საწვავი

რემონტი

სულ

2013

68 828

20 882

89 710

2014

75 788

19 471

95 259

2015

70 154

23 833

93 987

2016

64 402

32 960

97 363

2017

76 911

27 072

103 983

2018

85 706

32 591

118 297

წყარო: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო

რაც შეეხება 2019 წლის გეგმას, უმაღლესმა საბჭომ ჯამში 140 750 ლარი გაითვალისწინა. ამ თანხიდან 100 020 ლარი - საწვავს, ხოლო 40 730 მიმდინარე რემონტს უნდა მოხმარდეს.

ცხრილი 3. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ ავტომანქანების საწვავისა და რემონტისთვის დაგეგმილი ხარჯი, 2019 წელი

ავტომანქანა

საწვავი

მიმდინარე რემონტი და ტექმომსახურება

წლიური

ჰიუნდაი

12 000

7 150

19 150

კია სორენტო

8 600

4 700

13 300

კია სერატო

8 230

3 960

12 190

კია პიკანტო

8 220

2 830

11 050

ჰიუნდაი აქცენტი

8 190

1 180

9 370

რენო დასტერი

7 800

2 370

10 170

ჰიუნდაი აქცენტი

6 800

2 920

9 720

ტოიოტა კოროლა

3 000

550

3 350

ჰიუნდაი აქცენტი

6 140

3 260

9 400

შკოდა ოქტავია

7 140

2 930

10 070

ფორდ ფოკუსი

6 470

2 700

9 170

რენო დასტერი

7 800

2 070

9 870

კია პიკანტო

7 200

1 900

9 100

შკოდა ოქტავია

2 430

2 210

4 640

„ფაქტ-მეტრმა“ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე კონსოლიდირებული ტენდერი მოიძია, რომლის ღირებულებაც 41 047 ლარს შეადგენს. სწორედ ამ ღირებულების ხელშეკრულება აქვს ორგანოს გაფორმებული შპს „ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან“. ეს თანხა უკვე გადახდილია. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ უმაღლეს საბჭოს კომპანიამ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალება უნდა მიაწოდოს. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შემსყიდველმა 2019 წელს გამოშვებული Toyota Corolla ჩაიბარა. გამოდის, რომ საკანონმდებლო ორგანომ სატრანსპორტო საშუალებების მარაგი მიმდინარე წლის აგვისტოში შეივსო. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე იძებნება ტენდერი, რომელიც უმაღლესმა საბჭომ 2017 წელს გამოაცხადა და 86 800 ლარად შეიძინა იმავე წლის გამოშვების ორი ერთეული მე-3 კლასის მაღალი გამავლობის რენო დასტერი. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ავტომობილი 100 კმ-ზე 7,6 ლიტრ საწვავს უნდა მოიხმარდეს.

აქვე გავითვალისწინოთ, რომ უმაღლეს საბჭოს ერთ-ერთი კონსოლიდირებული ტენდერით წელს შპს „რომპეტროლ საქართველოსგან“ შესყიდული აქვს 96 000 ლარის ღირებულების 47 761 ლიტრი საწვავი, ანუ 1 ლიტრი - დაახლოებით 2,01 ლარად.

ე. ი. წელიწადში 249 სამუშაო დღის განმავლობაში, ერთი რენო დასტერი 7 800 ლარის ღირებულების 3 880,60 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ანუ დღეში დაახლოებით 15,6 ლიტრს ხარჯავს. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ, ერთ სამუშაო დღეში, რენო დასტერი 200 კმ-ზე მეტ მანძილს გაივლის.

ამავე მეთოდით თუ დავიანგარიშებთ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პერსონალური ტრანსპორტისთვის 12 000 ლარის ღირებულების 5 970,15 ლიტრი საწვავია განკუთვნილი, ანუ დღეში - დაახლოებით 23,98 ლიტრი. ამ შემთხვევაშიც გამოდის, რომ ერთ სამუშაო დღეში აღნიშნული ავტომანქანა 200 კმ-ზე მეტს ფარავს.

დაახლოებით ამდენივე მანძილს ფარავს ორივე მოადგილისა და აპარატის უფროსის სატრანსპორტო საშუალებებიც სამუშაო დღის განმავლობაში. მათ მიერ დღეში დახარჯული საწვავის რაოდენობა, შესაბამისად (ცხრილში მოცემული თანმიმდევრობის მიხედვით), 17,18 ლიტრი, 16,44 ლიტრი და 16,42 ლიტრი არის.

გრაფიკი 1. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ 2013-2018 წლებში სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯული თანხა

წყარო: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, 2016 წელს, შპს „ჯი-თი მოტორსთან“ გაფორმებული აქვს 28 905-ლარიანი ხელშეკრულება ერთი ერთეული ფორდ ფოკუსის შესყიდვაზე. ასევე საკანონმდებლო ორგანომ ერთი ერთეული კია სერატო 26 484 ლარად შეისყიდა 2014 წელს, ხოლო 2012 წელს - ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება - 33 000 ლარად. ხელშეკრულებების თანახმად, შესყიდულია ახალი ავტომანქანები. აქედან გამომდინარე, კითხვა ჩნდება მიმდინარე რემონტისა და ტექმომსახურებისთვის გახარჯულ თანხებთან მიმართებით. ცხრილებიდან და გრაფიკიდანაც ჩანს, რომ ამ მიზნით ათვისებული თანხები საკმაოდ მაღალია, ისევე, როგორც ერთი ავტომობილის მიერ, საშუალოდ, დღის განმავლობაში გავლილი მანძილი.


მსგავსი სიახლეები

2941 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი