იტვირთება

რეზიუმე: 2019 წლის 24 ივნისს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში სრულად პროპორციული წესით,ჩატარდებოდა. ამავე წლის 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გულისხმობდა.

ანალიზი

2019 წლის 25 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განცხადა, რომ საუბარი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც მოატყუა, არის ტყუილი. მისივე თქმით, ამის თქმა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგშია. ამ განცხადებით, ის გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის განცხადებებს, იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ" საჯარო დანაპირები არ შეასრულა და საზოგადოება მოატყუა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადების სისწორით.

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებზე საპასუხოდ, 24 ივნისს მმართველი გუნდის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები, ბუნებრივი ბარიერის პირობებში სრულად პროპორციული წესითჩატარდებოდა. მან, ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომდევნო კვირიდანვე, ამ რეფორმაზე მუშაობა დაეწყოთ. აღნიშნული განცხადებიდან მალევე, მმართველმა გუნდმა აქტიურად დაიწყო დანაპირებით თავის მოწონება, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სარბიელზე. გასული თვეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მათმა გუნდმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დემოკრატიის უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. 2019 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებისას შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად საჯაროდ გაცემული დაპირებისა, 2019 წლის 14 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილმამხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას გულისხმობდა. შესაბამისად, მმართველი გუნდის ლიდერის მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისოს პარტნიორების წინაშე დადებული პირობა, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ, არ შესრულდა.

საყურადღებოა ისიც, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „SWOT ანალიზი“, ანრი ოხანაშვილის პარტიულმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „წუხს“ მისი დაპირების შეუსრულებობაზე, რამაც მართველი გუნდი სერიოზულად დააზარალა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2867 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი