საპროტესტო აქციები, მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა ჩააგდო დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილება. პროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის ამოქმედებას და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერის შემოღებას გულისხმობდა, ოფიციალურად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობას წააწყდა.
დაანონსებულ კანონპროექტს ხმა მხოლოდ 101-მა დეპუტატმა მისცა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის მხარდაჭერა (113 ხმა) არის საჭირო.
20 ივნისის აქციების შედეგად მოპოვებული მთავარი დანაპირების - პროპორციული წესით არჩვნების ჩატარების - ჩავარდნის შემდეგ პარლამენტის შენობასთან დემონსტრაციები განახლდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
თბილისში მიმდინარე აქციებს საერთაშორისო გამოხმაურება აქვს და მას გავლენიანი დასავლური მედიები - Bloomberg, Reuters და The New York Times აშუქებენ. ამის საპირისპიროდ, სოციალურ ქსელში მიმდინარეობს აგრესიული პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც აქციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. რამდენიმე Facebook-გვერდზე, Facebook-ანგარიშებსა, ჯგუფების თუ ვებგვერდებზე დაკვირვების შედეგად იკვეთება, რომ დეზინფორმატორების გავრეცელებული ინფორმაცია უპირველესად იმეორებს ხელისუფლების „მესიჯბოქსებს“ და აქციების ორგანიზატორ პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფების დისკრედიტაციას ეწევა. ეს კი საფუძვლიან ვარაუდს აჩენს, რომ ზემოთ ხსენებული აგრესიული საინფორმაციო კამპანია სამთავრობო სტრუქტურების მიერ არის ორგანიზებული.
„ფაქტ-მეტრი“ მკითხველს მოუწოდებს, რომ არ ენდონ Facebook-ში ზოგი გვერდის მიერ გავრცელებულ დაუზუსტებელ და გაურკვეველი წარმომავლობის ინფორმაციას. თავად გადაამოწმონ მისი სანდოობა, ან მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომლის სიზუსტესაც გადავამოწმებთ.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში გთავაზობთ, Facebook-ის იმ გვერდების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო შესწორების ჩაგდების შემდეგ, დაწყებული აქციებისა და მისი ორგანიზატორების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ და მათ დისკრედიტაციას ეწევიან.
|
Facebook გვერდის დასახელება |
შექმნის თარიღი |
1 |
2019წ. 15 ნოემბერი |
|
2 |
2016წ. 29 ივნისი |
|
3 |
2019წ. 21 მაისი |
|
4 |
2019წ. 27 აპრილი |
|
5 |
2018წ. 2 მარტი |
|
6 |
2019წ. 12იანვარი |
|
7 |
2019წ. 3 აპრილი |
|
8 |
2019წ. 25 აპრილი |
|
9 |
2017წ. 21 ივლისი |
|
10 |
2019წ. 14 იანვარი |
|
11 |
2019წ. 18 თებერვალი |
|
12 |
2018წ. 18 ივლისი |
|
13 |
2019წ. 22 ივლისი |
|
14 |
2019წ. 13 ოქტომბერი |
|
15 |
2019წ. 17 ივლისი |
|
16 |
2017წ. 11 ივლისი |
|
17 |
2018წ. 1 ივნისი |
|
18 |
2018წ. 2 ნოემბერი |
|
19 |
2018წ. 20 ივლისი |
|
20 |
2018წ. 15 ნოემბერი |
აღსანიშნავია, რომ მოცემული გვერდების დიდი ნაწილი მონაწილეობდა მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 20 ივნისს დაწყებული აქციების დისკრედიტირებაში.
ერთ-ერთი პირველი Facebook-გვერდი, რომელიც განახლებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა, წარსულში არაერთ დეზინფორმაციასა და ტყუილში მხილებული „სირცხვილის კორიდორია“. „სირცხვილის კორიდორი“ 20 ივნისის აქციების დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლების (ელენე ხოშტარიას, სალომე სამადაშვილისა და გიგა ბოკერიას შესახებ) და „სირცხვილიას“ აქციების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა და მათ დისკრედიტაციას ეწეოდა.
საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, რაც მიზნად ისახავდა 2020 წლის არჩვენების პროპორციული წესით ჩატარებას, „სირცხვილის კორიდორმა“ გამოაქვეყნა ორი ყალბი ინფორმაცია, რომელიც აქციების ორგანიზატორებს, შოთა დიღმელაშვილსა და გიგა მაქარაშვილს ეხებოდათ.
გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს აქციის ორგანიზატორებმა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს „ექსკლუზივნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად ეწეოდა აქციის დისკრედიტაციას. კერძოდ, „ექსკლუზივნიუსმა“ გაავრცელა შემდეგი სახის ყალბი ამბავი:
„თაბუკაშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი, ჯამბულ გადელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის დაგვიანებით მისვლის გამო გარდაიცვალა.
სასწრაფოს ბრიგადას გუშინ რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს, რის გამოც მედიკოსები გამოძახების ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ.“
„ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმების შემდეგ, გაირკვა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას რუსთაველზე არ გაუვლია და არც გზის გახსნა უთხოვია. შესაბამისად, ინფორმაცია, იმის შესახებ რომ რუსთაველზე შეკრებილებმა აქტივისტებმა სასწრაფო ბრიგადას გზა არ გაუხსნეს, არის ტყუილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოძრაობდა ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროზე და საცობში მოხვედრის შემდეგ დაახლოებით 200 მეტრამდე მანძილი ფეხით გაიარეს (Google Map-ის მიხედვით დაახლოებით 2-3 წუთის სავალი გზა). მეტიც, რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს ადგილზე ყოველთვის მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში მათ გადაადგილების შესაძლებლობა ეძლევათ.
აღნიშნული გვერდების სტრატეგია არ შეცვლილა და აქტიურად უკავშირებენ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს რომელიმე პარტიას. მაგალითად, Facebook-გვერდი „იყავი და გეგეკეთებინა“ აქციის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ პოსტებს აზიარებს და პარლამენტის წინ გამოსულ ყველა დემონსტრანტსა და აქციის ორგანიზატორს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნარატივი ემთხვევა „ქართული ოცნების“ წევრთა განცხადებებს. ასევე, აღსანიშნავია გვერდი „ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა“, რომელიც აქციის ორგანიზატორებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს ბრალს სდებს პროვოკაციების მოწყობასა და სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობაში. Infomedia+-ზე კი გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც ნაციონალურმა მოძრაობამ გორელ ახალგაზრდებს მარიხუანა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება შესთავაზეს, იმის სანაცვლოდ რომ 17 ნოემბრის აქციაზე წასულიყვნენ. ნოემბრის აქციების დისკრედიტაცია დაიწყო Facebook-გვერდ „დედაქალაქმაც“. აღნიშნული გვერდი ყალბი ამბების გავრცელების გამო არაერთხელ აღმოჩნდა „ფაქტ-მეტრის“ ყურადღების ცენტრში.
თბილისში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურნენ ღიად პრორუსული საინფორმაციო სააგენტოებიც: „საქართველო და მსოფლიო“, News-Front-info, Saqinform.ge. აღნიშნული სააგენტოების ნარატივი თითქმის იდენტურია, აგრძელებენ აქციის ორგანიზატორთა დისკრედიტაციას, ხოლო აქტივისტებს აიგივებენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან. „საქართველო და მსოფლიო“ გარდა აქტივისტებისა, ასევე თავს ესხმის ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებს მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო და მათ თაღლითობაში ადანაშაულებს.