• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სტოკჰოლმში გაუპატიურების რაოდენობის შესახებ ალტ-ინფოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია

სტოკჰოლმში გაუპატიურების რაოდენობის შესახებ ალტ-ინფოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია

ვერდიქტი: ალტ-ინფოს სტატია არის ფაქტებით მანიპულირება

30/10/2019
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

რეზიუმე: ალტ-ინფომ გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოყვანილია სტოკჰოლმში გაუპატიურების სტატისტიკა. თუმცა ის არ ითვალისწინებს კონტექსტს და შვედეთში დანაშაულის სტატისტიკის მეთოდოლოგიას. შვედეთში სექსუალური დანაშაულის განსაზღვრება ყველაზე ფართოა და ყველაზე მეტი სახის ქმედებას, მათ შორის საკმაოდ მცირე დარღვევებსაც, მოიცავს. ასევე, ამ დანაშაულის აღწერისას შემთხვევები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ერთად ითვლება, შვედეთში შეიძლება მრავალ განსხვავებულ ინციდენტად ჩაითვალოს. მაგალითად, კრიმინალის პრევენციის შვედეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი, სუსანე ლეკენგარდი ამბობს, რომ მაგალითად, თუ ქალი მივა პოლიციაში და განაცხადებს - მისი ქმარი ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღე აუპატიურებდა, ეს 365 შემთხვევად ჩაითვლება. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს შვედეთში და კონკრეტულად სტოკჰოლმშიც, გაუპატიურებების მაღალ მაჩვენებელს.

ანალიზი

ალტ-ინფომ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო სტოკჰოლმში გაუპატიურების სტატისტიკაზე. ონლაინგამოცემის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში 930 გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში - 1060, რაც მათივე განცხადებით, 15%-იან ზრდაზე მეტყველებს. სინამდვილეში კი ზრდა 13.9%-ს უტოლდება. ასევე სტატიიდან ვიგებთ, რომ სტოკჰოლმში დღეში საშუალოდ 5 გაუპატიურების შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას თავდამსხმელების მხოლოდ 5% ექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ ალტ-ინფოს მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ძირითადად სწორია, მას მკითხველი მაინც შეცდომაში შეჰყავს. რეალურად ეს რიცხვები არ მიუთითებს გაუპატიურებების მაღალ მაჩვენებელზე. შვედეთს მართლაც აქვს სხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით მეტი აღწერილი სექსუალური თავდასხმის შემთხვევა, თუმცა ეს უპირველესად დანაშაულის რეგისტრირების განსხვავებული მეთოდოლოგიის შედეგია. როგორც შვედეთის კრიმინალის პრევენციის ეროვნული საბჭოს კვლევა გვიჩვენებს, გაუპატიურების რაოდენობის ზრდა შვედეთის მიერ მიგრანტების მიღებასთან კავშირში არაა, არამედ ეს დაკავშირებულია შვედეთის კანონმდებლობაში სექსუალური თავდასხმის ძალიან ფართო განსაზღვრებასთან.

სამართლებრივი განსაზღვრება პირველად 2005 წელს, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პირობებში შეიცვალა და მსოფლიოში ყველაზე ფართო განსაზღვრება გახდა, რის შედეგადაც 2006 წლიდან შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა. ხოლო 2013 წელს მისი მასშტაბი უფრო გაიზარდა, რამაც რეგისტრირებული სექსუალური დანაშაულების ზრდა გამოიწვია, რადგან უფრო მეტი ქმედება ხვდებოდა ახალ სამართლებრივ განსაზღვრებაში. სხვა ქვეყნების ტერმინოლოგიით გაგებული „გაუპატიურება", მართალია, შვედეთშიც ერთ-ერთი სექსუალური დანაშაულია, მაგრამ ამავე კატეგორიაში ხვდება სხვა ისეთი დანაშაულებიც (სექსუალური ხასიათის დანაშაული), როგორიცაა სექსისთვის ფულის გადახდა, სექსუალური შევიწროება, უხამსი ქმედება, სექსუალური ექსპლუატაცია, სექსუალური ძალადობა, ადევნება და ა.შ. ასევე, შვედეთში წახალისებულია გაუპატიერების შემთხვევათა შეტყობინება და საჯაროდ გაცხადებაც, რადგან შვედურ საზოგადოებაში ეს შერცხვენასთან ან უარყოფით საპასუხო რეაქციასთან არაა დაკავშირებული. შვედეთის კრიმინალის პრევენციის ეროვნული საბჭოს უფროსი მრჩეველი, სტინა ჰოლმბერგი, ინტერვიუში აცხადებს, რომ რეგისტრირებული გაუპატიურებების [სექსუალური ხასიათის დანაშაულების] რიცხვი უკვე წლებია იზრდება, მაგრამ ეს არ არის სანდო წყარო, რითაც გაიგებ რეალურად გაუპატიურების რაოდენობა გაიზარდა თუ არა.

შვედეთში, მათ შორის სტოკჰოლმშიც, გაუპატიურების მაღალი მაჩვენებლის კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მისი აღწერის მეთოდიკაა. შვედურ სისტემაში ერთი გაუპატიურების შეტყობინება შეიძლება, სტატისტიკაში რამდენიმე შემთხვევად აისახოს. მაგალითად, თუ ერთი მოხსენებული დანაშაული მოიცავს ასობით ან ათასობით ზემოთ ჩამოთვლილი სექსუალური დარღვევის ფაქტს, ყველა ინციდენტი ცალკეულ შემთხვევად ჩაითვლება. მაგალითად, თუ სამსახურში უფროსი შენთვის არასასურველი სახით ერთი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ გეხებოდა, ეს 52 ცალკეული შემთხვევა იქნება შვედეთში, მაშინ, როდესაც უმეტეს ქვეყნებში ერთ დანაშაულად ჩაითვლებოდა, ზოგან კი საერთოდ არ არის დანაშაული. კრიმინალის პრევენციის შვედეთის ეროვნული საბჭოს მკვლევარი, იოანა ოლსერიდი, აცხადებს, რომ მაგალითად, თუ ქალი მივა პოლიციაში და იტყვის, რომ ქორწინების განმავლობაში 400-ჯერ გააუპატიურა ქმარმა, ეს 400 რეგისტრირებულ გაუპატიურების შემთხვევად ჩაითვლება. ეს მონაცემების თვიდან თვემდე შედარებასაც ძალიან ართულებს, რადგან თვის განმავლობაში ერთი ასეთი საქმე სტატისტიკას რადიკალურად ცვლის. ამიტომ თვეებს ან გარკვეულ მონაკვეთებს შორის შედარება არარელავანტური ხდება. იოჰან ოსლერდის თქმით, ეს ხდება პრობლემატური, როდესაც უცხოელი ჟურნალისტები შედიან მათ მონაცემთა ბაზაში და შვედური კონტექსტის გაუთვალისწინებლად იყენებენ და ადარებენ მონაცემებს.

წყაროს შესახებ

„ალტ-ინფო“ წარმოადგენს ონლაინსააგენტოს, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდით გამოირჩევა. მისი წყაროები ძირითადად დასავლეთში არსებული ულტრამემარჯვენე პროპაგანდისტული მედიებია, მაგალითად, ამ შემთხვევაში წყაროდ გამოყენებული - Voice of Europe, რომელიც ყალბი ამბების და პროპაგანდის გამავრცელებელ ვებგვერდად მიიჩნევა. 17 მაისს სამ სხვა Facebook-გვერდთან („Geo Pepe”, „ანტილიბერალური კლუბი“, „ანტილიბერალური გვერდი“) ერთად დაიბლოკა „ალტ-ინფოს“ Facebook-გვერდიც, ჰომოფობიური ხასიათის პოსტების გავრცელების გამო. ალტ-ინფო აქამდეც არის შემჩნეული ყალბი ამბებისა გავრცელებასა და ფაქტებით მანიპულირებაში.

თეგები:
QR კოდი
ალტ ინფო
იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა