იტვირთება

რეზიუმე: სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. 2020 წლისთვის საქართველოს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 5%-ს შეადგენს. პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ მაღალი, კერძოდ კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის საჭიროების შესახებ საქართველოს განვითარებისა და სიღარიბის შესამცირებლად. მთავრობის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ რეგიონში რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარებაა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, შედარებით მაღალია.

ფინანსთა მინისტრი არ აკონკრეტებს, რომელი რეგიონის ნაწილად მოიაზრებს საქართველოს. პირველ რიგში, მიზანშეწონილია, რომ მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. ასეთი რეგიონი კი მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, არის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფი. აღნიშნულ რეგიონში საპროგნოზო საშუალო ეკონომიკური ზრდა 3.5%-ს შეადგენს. უშუალოდ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში 3%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ასახელებს ფინანსთა მინისტრი 0.1%-ს რეგიონის მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებლად. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ბოლო წლებისა და საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი აქვს, თუმცა ეს სხვაობა არასაკმარისია არსებითი გაუმჯობესების მისაღწევად. ეკონომიკის ზრდის მიმდინარე საპროგნოზო ნიშნული განვითარებადი ქვეყნისათვის ძალიან მცირეა და ევროპის ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნის დონემდე მისასვლელადაც კი ათწლეულები იქნება საჭირო. ამავდროულად უახლოესი წარსულის ცალკეულ წლებში მეზობლებიდან სომხეთსა და თურქეთს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა უფიქსირდებათ მსგავსი ნიშნულისთვის საქართველოს ბოლო წლებში არ მიუღწევია.

ანალიზი

30 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა, 2020 წლის საპროგნოზო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა (52:30 წთ): „როდესაც რეგიონი იზრდება 0.1%-ით, 5 %-იანი ზრდა არის ძალიან ამბიციური განაცხადი“.

სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში, წარმოდგენილია ცხრილი 1-ში:

ცხრილი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019-2024 წლებში (%)

2019

2020

2021

2022

2023

2024

საქართველო

4.6

5.0

5.2

5.2

5.2

5.2

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ მაღალი, კერძოდ კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის საჭიროების შესახებ საქართველოს განვითარებისა და სიღარიბის შესამცირებლად. მთავრობის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ რეგიონში რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარებაა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, შედარებით მაღალია.

ფინანსთა მინისტრი არ აკონკრეტებს რომელი რეგიონის ნაწილად მოიაზრებს საქართველოს. პირველ რიგში, მიზანშეწონილია, რომ მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. ასეთი რეგიონი კი, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფია.

გრაფიკი 1: 2020 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში (%)

წყარო: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი

აღნიშნულ რეგიონში, საპროგნოზო საშუალო ეკონომიკური ზრდა 3,5%-ია, ყველაზე დაბალი მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი 2020 წელს რუსეთს აქვს (1,7%). აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა უშუალოდ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში 3% იქნება. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ასახელებს ფინანსთა მინისტრი 0.1%-ს რეგიონის მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებლად.

საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ბოლო წლებისა და საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი აქვს, თუმცა ეს სხვაობა არასაკმარისია არსებითი გაუმჯობესების მისაღწევად. ეკონომიკის ზრდის მიმდინარე საპროგნოზო ნიშნული განვითარებადი ქვეყნისათვის ძალიან მცირეა და ევროპის ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნის დონემდე მისასვლელადაც კი ათწლეულები იქნება საჭირო. ამავდროულად უახლოესი წარსულში მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთსა და თურქეთს ცალკეულ წლებში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ. ასეთი ნიშნულისთვის საქართველოს ბოლო წლებში არ მიუღწევია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი