რეზიუმე: 2019 წლის პირველ შვიდ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თანხვედრაშია ეკონომიკის მინისტრის განცხადებასთან. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 311.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017-2019 წლებში ექსპორტს ზრდადი დინამიკა აქვს და ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-თან 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით დაახლოებით 7.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თუმცა 2014-2016 წლებში ექსპორტის ფარდობითი მაჩვენებელი იკლებდა.

რაც შეეხება მომსახურების ექსპორტს, მონაცემები მოცემულია საგადასახდელო ბალანსში და ასახავს მომსახურებას, რომელიც გაუწიეს საქართველოს რეზიდენტებმა სხვა ქვეყნის რეზიდენტებს. მომსახურების ექსპორტმა 2018 წელს 4.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტი იყო. ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, როგორც ნომინალურ, ასევე ფარდობით მაჩვენებლებში. 2019 წლის პირველ კვარტალში, მომსახურების ექსპორტმა 872 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.

ანალიზი

5 სექტემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „ექსპორტის ზრდის მიმართულებით ჩვენ გვაქვს საგრძნობი პროგრესი. მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტი. 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4%-ით და გადააჭარბა 2 მლრდ დოლარს“.

ინფორმაციას საგარეო ვაჭრობის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

გრაფიკი 1: საქართველოს ექსპორტი 2014-2019 წლებში (მლრდ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წლის პირველ შვიდ თვეში, ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქვე, აღსანიშნავია რომ ამავე პერიოდში ექსპორტირეექსპორტისგარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 311.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016-2019 წლებში ექსპორტს ზრდადი დინამიკა აქვს, თუმცა 2014-2016 წლებში ექსპორტი იკლებდა, როგორც ფარდობით, ასევე აბსოლუტურ მაჩვენებლებში.

2019 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 364.9 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) 317.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.1%) ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 195.7 მლნ აშშ დოლარით (9.3%).

რაც შეეხება მომსახურების ექსპორტს, შესაბამისი მონაცემები მოცემულიასაგადასახდელო ბალანსშიდა ასახავს მომსახურებას, რომელიც გაუწიეს საქართველოს რეზიდენტებმა სხვა ქვეყნის რეზიდენტებს.

გრაფიკი 2: მომსახურების ექსპორტი 2014-2018 წლებში (მლრდ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მომსახურების ექსპორტმა 2018 წელს 4.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტი იყო. მომსახურების ექსპორტი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, როგორც ნომინალურ, ასევე ფარდობით მაჩვენებლებში. 2019 წლის პირველ კვარტალში, მომსახურების ექსპორტმა 872 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი