იტვირთება

ანალიზი

Facebook-გვერდმა - „სირცხვილის კორიდორი“ - გამოაქვეყნა სურათი, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ „დამოუკიდებელი სააგენტო – „ნეტგაზეთის“ ბათუმის რედაქციამ, ოპოზიციონერი დეპუტატების სწავლის და ხარჯების შესახებ სკანდალური მასალა გაავრცელა. სტატიის მიხედვით ვიგებთ, რომ გიგა ბოკერიას და სალომე სამადაშვილის შვილები პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ირიცხებიან”. მას სტატიის წერის მომენტში 75 გაზიარება, 50 კომენტარი და 41 რეაქცია აქვს. ინტერნეტში სტატია მსგავსი სათაურით არ იძებნება. „ბათუმელების“ („ნეტგაზეთი“) ვებგვერდზე არ მოიპოვება ეს სტატია. სურათზე ჩანს, რომ სტატია გამოქვეყნებულია 13 სექტემბერს. 13 სექტემბერს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა“. მასში განხილულია მოქმედი მინისტრებისა და მათ მოადგილეების შვილების სწავლის საფასური, თუმცა არაფერია ნათქვამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების შვილების სწავლის ღირებულების შესახებ. „სირცხვილის კორიდორმა“ კი აღნიშნული სტატიის საწინააღმდეგოდ ყალბი სურათი გაავრცელა. ასევე აღსანიშნავია, რომ სალომე სამადაშვილს შვილი არ ჰყავს.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას შვილს, ის ბილ გეითსის სტიპენდიით სწავლობს კემბრიჯის უნივერსიტეტში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Facebook-გვერდმა - „სირცხვილის კორიდორი“ - ყალბი სურათი გამოაქვეყნა. წინა შემთხვევაში მან გამოაქვეყნა შოთა დიღმელაშვილისა და მარიამ გეგუჩაძის მიმოწერის ამსახველი ყალბი სურათი.


მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი