• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ოცნების“ შემომწირველ ბიზნესმენს, შესაძლოა, 12 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად დაუთმონ

„ოცნების“ შემომწირველ ბიზნესმენს, შესაძლოა, 12 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად დაუთმონ

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ვინ არის პირი, რომელიც სახელმწიფოსგან ჯერ არგადაცემულ ტერიტორიაზე ბიზნესის განვითარებას გეგმავს

23/08/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

გორში კულტურისა და დასვენების პარკთან მდებარე ტერიტორიას (12 840 კვ.მ.) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელ ბორის გოგიჩაიშვილისთვის სიმბოლურ ფასად გადასცემს გეგმავს. უწყების განმარტებით, არსებობს სასამართლო განჩინება, რომლის აღსრულებაც მათ ევალებათ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისთქმით, უახლოეს მომავალში ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში ის ბორის გოგიჩაიშვილს სიმბოლურ ფასად დაუბრუნდება.

საუბარია გორის ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე, რომელიც 1996 წელს დაიწვა. 2003 წელს ბორის გოგიჩაიშვილმა ფართის ნანგრევებიანად შესყიდვა გადაწყვიტა. 2004 წლის 10 მაისის ბრძანებით, თანხის სრულად გადაუხდელობის გამო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაირღვა. 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით კი ეს ბრძანება გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო.

სწორედ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაკმაყოფილდა ბორის გოგიჩაიშვილის განცხადება. ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრა. შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი გორის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 4 მარტს გამოსცა. მანამდე კი საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უძრავი ქონება თვითმმართველ ქალაქ გორის საკუთრებად რეგისტრირდებოდა.

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. 2019 წლის 18 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით სათანადო ცვლილების რეგისტრაცია (გამიჯვნა/გაერთიანება) და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 121-ე მუხლით დადგენილი წესით, ხსენებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა.

აღნიშნული საკითხი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე 10 ივნისს განიხილეს, საკრებულოს წევრების მხარდაჭერის შედეგად, მერს თანხმობა მიეცა უძრავი ქონება სახელმწიფოსთვის გადაეცა. მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციორენმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს. ირმა ამბარდიშვილი ბორის გოგიჩაიშვილსა და ხელისუფლებას შორის კორუფციულ გარიგებებს ხედავს. ვასილისა ჯაბახიძე კი აღნიშნულ პირთან დაკავშირებით ნეპოტიზმის ფაქტებზე მიუთითებს.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ვინ არის პირი, რომელიც სახელმწიფოსგან ჯერ არგადაცემულ ტერიტორიაზებიზნესის განვითარებას გეგმავს და რა კავშირი აქვს მას ხელისუფლებასთან.

ბორის გოგიჩაიშვილი საჯარო რეესტრის მონაცემებით, ორ კომპანიას, შპს „საქართველოს“ და „ეკო ჯეო ფრუტს“ წარმოადგენს. ამავე დროს ის გორის მერიის მიერ შექმნილი ა(ა)იპ გორის სპორტის სასახლის დირექტორად ფიქსირდება.

შპს „საქართველოში“ ბოროს გოგიჩაიშვილი 100%-იან წილს ფლობს. ამ კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში „ქართულ ოცნებას“ 100 ათასი ლარი შესწირა. ეს ის კომპანიაა, სადაც 2011 წელს პროკურატურამ დარღვევები აღმოაჩინა, მისი დირექტორი ბორის გოგიჩაიშვილი კი სახელმწიფო სახსრების მითვისება და საგადასახდო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. დაკარგული ქონებისთვის ბრძოლა გოგიჩაიშვილმა 2012 წლიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განაახლა.

რაც შეეხება სპორტის სასახლეს, მუნიციპალურ ორგანიზაციაში ის 2018 წლიდან დირექტორად ფიქსირდება, თუმცა ამბობს, რომ მერმა ფორმალურად დაარეგისტრირა და იქ ხელფასს არ იღებს. მას შემდეგ, რაც გორში სპორტის სასახლის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები გაჩნდა აღნიშნული ა(ა)იპ სპორტის მიმართულებით შექმნილ კიდევ ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციას დაუქვემდებარეს, თუმცა საჯარო რეესტრში ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ ასახულა და ეს ორგანიზაცია ისევ აქტიურია და მის ხელმძღვანელად ისევ ბორის გოგიჩაიშვილი ფიქსირდება.

შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი გორში სპორტის სასახლის გახსნას შემოდგომისთვის ელოდება და მუშაობის დაწყებასაც სწორედ ამ პერიოდიდან გეგმავს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ამ სპორტკომპლექსს ბევრი სტუმარი ეყოლება, რომლებსაც დასარჩენი ადგილი, კეთილმოწყობილი ინტერიერი დასჭირდებათ. სწორედ ამ კატეგორიის ვიზიტორების სტუმრობას ელოდება გოგიჩაიშვილი სასტუმროში, რომლის აშენებასაც სწორედ ზემოხსენებულ სადავო ტერიტორიაზე (ყოფილი ცირკის ტერიტორია) აპირებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მიმდინარე წლის იანვარში გორის მუნიციპალიტეტის მერიაც აპირებდა, კერძოდ, გორის მერს ამ ადგილას საკონფერენციო დარბაზის მოწყობა სურდა, თუმცა ახლა უკვე საკრებულოს განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნულ ფართზე არანაირი სამუშაოები არ აქვს დაგეგმილი.

ბორის გოგიჩაიშვილი ეკონომიკის სამინისტროსგან უძრავი ქონების გადმოცემას ყოველდღიურად ელოდება. გორის საზოგადოების ნაწილს კი ერთი საკითხი აფიქრებს, მაშინ, როდესაც დეცენტრალიზაციის პროცესში მუნიციპალიტეტები სახელმწიფოსგან მის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებას იბრუნებენ, რატომ დათანხმდნენ ყოფილი ცირკის ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილებას. უფლებადამცვლებს, ასევე აინტერესებთ თუ, რით დაიმსახურა ბორის გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდის ნდობა, რის საფუზველზე ჩაურიცხა წელს „ქართულ ოცნებას“ 100 ათასი ლარი და რატომ დანიშნა გორის მერმა ის ჯერ არგახსნილი ობიექტის დირექტორად, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი უნდა ყოფილიყო და მას მასობრივი სპორტის განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი.

ნინო ჩიჩიური
ნინო ჩიჩიური

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა