იტვირთება

რეზიუმე: Doing Business მსოფლიო ბანკის კვლევაა, რომელიც 2004 წლიდან ტარდება და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებში ბიზნეს გარემოს შეფასებას ისახავს მიზნად. Doing Business-ის კვლევა აფასებს 10 კომპონენტს, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობაზე. საქართველოს რანგი[1] აღნიშნულ კომპონენტებში შემდეგია: ბიზნესის დაწყების სიმარტივე (2), სამშენებლო ნებართვების აღება (27), ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა (39), ქონების რეგისტრაცია (4), კრედიტის აღება (12), მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა (2), გადასახადების გადახდა და მათი მოცულობა (16), საგარეო ვაჭრობის სიმარტივე (43), კონტრაქტის პირობების აღსრულება (8), გადახდისუნარიანობის აღდგენა (60).

მსოფლიობიზნესის კეთების 2019“[2] ანგარიშის მიხედვით, რომელიც მომზადებულ იქნა 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდის კვლევის მიხედვით და გამოქვეყნდა 2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. 2017 წელს საქართველო რეიტინგში მე-9, 2016 წელს კი მე-16 ადგილს იკავებდა.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, ჰონგ-კონგი, კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა).

ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მეექვსეა ორ ასეულ ქვეყანას შორის და ბევრ ევროპულ ანალოგს უსწრებს“.

Doing Business მსოფლიო ბანკის კვლევაა, რომელიც 2004 წლიდან ტარდება და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებში ბიზნეს გარემოს შეფასებას ისახავს მიზნად. Doing Business-ის კვლევა აფასებს 10 კომპონენტს, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობაზე. თითოეულ კომპონენტში უმაღლესი შეფასება 100 ქულაა. აღნიშნული კომპონენტები და საქართველოს მაჩვენებლები ამ კომპონენტების მიხედვით, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: Doing Business რეიტინგი

DB 2019 რეიტინგი

DB 2019 ქულა

DB 2018 ქულა

ქულის % ცვლილება

საერთო (Overall)

6

83.28

82.8

0.48

ბიზნესის დაწყების სიმარტივე

2

99.34

97.84

1.50

სამშენებლო ნებართვის აღება

27

77.61

77.57

0.04

ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა

39

84.38

84.32

0.06

ქონების რეგისტრაცია

4

92.86

92.85

0.01

კრედიტის აღება

12

85

85

..

მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა

2

81.67

81.67

..

გადასახადების გადახდა და მათი მოცულობა

16

89.03

87.14

1.89

საგარეო ვაჭრობის სიმარტივე

43

90.03

90.03

..

კონტრაქტის პირობების აღსრულება

8

76.9

75.97

0.93

გადახდისუნარიანობის აღდგენა

60

56.03

55.59

0.44

წყარო: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკისბიზნესის კეთების 2019“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. 2017 წელს საქართველო რეიტინგში მე-9, 2016 წელს კი მე-16 ადგილს იკავებდა.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ახალი ზელანდია;

2. სინგაპური;

3. დანია;

4. ჰონგ-კონგი;

5. კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა).

საქართველოს შეფასების მაჩვენებლები წლების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 2-ში.

ცხრილი 2: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, 2006-2019 წლები

წყარო:მსოფლიო ბანკი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო



[1] გვიჩვენებს თუ რომელ ადგილზეა საქართველო ცალკეული კომპონენტის ნაწილში


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2728 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი