იტვირთება

რეზიუმე: 2018 წელს გაფართოვდა ალგეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფართობები. შედეგად, 2017 წელთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ფართობი 1%-ით გაიზარდა და 665 664 ჰა შეადგინა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 9.55%-ია.

დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა კი, 2017 წელთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 1 108 503 ადამიანი შეადგინა. აქედან 579 480 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 529 023 - უცხოელი ვიზიტორი.

2018 წელს მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეკოტურისტულ და ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასაც (ვაშლოვანში მოეწყო საკმლის ხის საგანმანათლებლო ბილიკის ინფრასტრუქტურა, ასევე, საწურბლიის და ნავენახევის მღვიმეების ინფრასტრუქტურა, მარტვილის კანიონის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურას და მოეწყო ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ინფრასტრუქტურა). ეკოტურისტული სერვისების განვითარების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს 8 436 125 ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან (4 504 473 ლარი) შედარებით, 87%-ით არის გაზრდილი.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განაცხადა: „2018 წელს 1%-ით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, ის 9.5% გახდა, დაახლოებით 667 ათასი ჰექტარია. 16%-ით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა დაცულ ტერიტორიებში. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჩვენ სერვისების გაუმჯობესებით მოვახდინეთ დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული სერვისების რეალიზებიდან 87%-ით შემოსავლების ზრდა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ვინაიდან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში საჯაროდ ჯერ არ გამოუქვეყნებია, ლევან დავითაშვილის მიერ განცხადების გაკეთებისას გამოყენებულ სტატისტიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებული კითხვებით ფაქტ-მეტრმა დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოს მიმართა. მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ 2018 წელს გაფართოვდა ალგეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფართობები. შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი, წინა წელთან შედარებით (595 963 ჰა, ქვეყნის ტერიტორიის 8.55%), 1%-ით გაიზარდა და 665 664 ჰა შეადგინა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 9.55%-ია.

რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობას, 2018 წელს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რიცხვმა ჯამში 1 108 503 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 579 480 საქართველოს მოქალაქე, ხოლო - 529 023 უცხოელია. 2017 წელს ვიზიტორთა სრული ოდენობა 954 397 იყო. მათ შორის, 57% (541 634) ქართველი, ხოლო 43% (412 763) - უცხოელი. შესაბამისად, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება (ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს 2012 წელი, როდესაც კლება აღინიშნებოდა).

გრაფიკი 1: საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ოდენობა, 2001-2018 წლები

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

2018 წელს დაცულ ტერიტორიებზე განვითარდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. კერძოდ, თბილისის, მაჭახელას და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკებში განვითარდა დაცვის ინფრასტრუქტურა, 15 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის დამზადდა საგზაო მანიშნებლები, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკისთვის, სააგენტოსა და დონორ KFW/GFA თანამშრომლობის ფარგლებში, 79 908 ჰა-ზე ჩატარდა დემარკაცია. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეკოტურისტული და ეკოსაგანმანათლებლო მნიშვნელობის შემდეგ საინფორმაციო ინფრასტრუქტურას: ვაშლოვანში საკმლის ხის საგანმანათლებლო ბილიკის ინფრასტრუქტურა, საწურბლიის და ნავენახევის მღვიმეების ინფრასტრუქტურა, მარტვილის კანიონის ინფრასტრუქტურა. რეაბილიტიაცია ჩაუტარდა ოკაცეს კანიონის ინფრასქტრუქტურას და მოეწყო ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების შედეგად, 2018 წელს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8 436 125 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4 504 473 ლარი) შედარებით, 87%-ით არის გაზრდილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2693 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი