რეზიუმე: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თელავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2011 წლის ზაფხულში დაიწყო. ამავე ინფორმაციის თანახმად, ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს უნდა დასრულებულიყო. 2012 წელს თელავში წყალმომარაგების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა. 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, პროექტი დროებით შეჩერდა. 2014 წლის თებერვალში კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელს თელავში წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რის შედეგადაც ამავე წლის ბოლოს ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. გუბერნატორის დაპირების მიუხედავად, 2014 წელს თელავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის არაფერი გაკეთებულა. „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქალაქის მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 4-5 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, 2017 წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს ქ. თელავში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კონტრაქტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება. როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად 2020 წელს უნდა დასრულდეს.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა, ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ეთერში, თელავში სასმელი წყლის არსებულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყალმომარაგების პროექტი, რომელიც 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ დასრულებულა.

გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, თელავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2008 წელს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად კი, 2011 წლის ზაფხულში დაიწყო. (სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ სამუშაოების 2011 წლამდე დაწყების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ). ამავე ინფორმაციის მიხედვით, ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, შედეგად კი 29 ათას მოსახლეს 12 საათიანი გრაფიკით უნდა მიეღო. 2012 წელს თელავში წყალმომარაგების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა. 2013 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროექტი დროებით შეჩერდა. როგორც ფაქტ-მეტრს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები წინასწარი გეგმის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოში უნდა განახლებულიყო. 2014 წლის თებერვალში კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელს თელავში წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რის შედეგადაც წლის ბოლოს ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის დაპირების მიუხედავად, 2014 წელს თელავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის არაფერი გაკეთებულა. „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თელავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქალაქის მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 4-5 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ოფიციალურ ინფორმაციაში, თელავსა და სოფელ კურდღელაურში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია სამ ეტაპად არის დაყოფილი:

თელავი - 2018 წლებში ნაწილობრივ დასრულდა რეაბილიტაციის სამუშაოები. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო ქუჩებში გამავალი ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით. დამონტაჟდა 3 144 აღრიცხვის კვანძი. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 7 052 132,95 ლარი.

თელავი - კურდღელაური - 2016-2017 წლებში განხორციელდა ქ. თელავის საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაცია. პროექტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა - 3 437 817,06 ლარი.

თელავი - გამწმენდი ნაგებობა - 2017 წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს ქ. თელავში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება 12 689 558.03 ლარია.

როგორც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სრულად 2020 წელს უნდა დასრულდეს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია