იტვირთება

რეზიუმე: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიზანს ფულადი სახსრების რაციონალურად განკარგვისა და ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ეფექტიანი ხარჯვის მისაღწევად მნიშვნელოვანია შესყიდვის პროცესი საჯაროდ, არადისკრიმინაციულად და კონკურენტულ გარემოში განხორციელდეს, როცა ყველა პოტენციურ მიმწოდებელს თანაბარი შესაძლებლობები აქვს პროცესში მონაწილეობისათვის.

სახელმწიფო შესყიდვა მოცემული კანონის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული შესყიდვის (ღია ტენდერი), ასევე, საგამონაკლისო წესით, გამარტივებული შესყიდვის (პირდაპირი შესყიდვა) გზით. ელექტრონულ შესყიდვასთან შედარებით, გამარტივებული შესყიდვა ნაკლებად კონკურენტულ გარემოში და ნაკლები საჯაროობის პირობებში ხორციელდება, შესაბამისად, მომეტებული რისკების მატარებელია როგორც ხარჯვის ეფექტიანობის, ასევე, კორუფციული რისკების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სასურველია, მთლიან შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების წილი შემცირდეს.

2017 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით განსაზღვრული შესყიდვების ჯამურ ღირებულებაში გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვების ღირებულების წილი, წინა წელთან შედარები, 12.8% პუნქტით, 37.0% -დან 24.2%-მდე შემცირდა, რაც ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მიერ დასახელებულ მაჩვენებლებს ემთხვევა. 2014-2015 წლებში ანალოგიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 32% და 33%-ს შეადგენდა.

ანალიზი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საპარლამენტო გამოსვლის დროს, სახელმწიფო შესყიდვებზე ისაუბრა. მისი თქმით, გამარტივებული შესყიდვები 37%-დან 24%-მდეა შემცირებული.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებში მოქცეულია იმ საჯარო ფინანსების ნაწილი, რომელსაც მხარჯავი დაწესებულებები, საბიუჯეტო ორგანიზაციები და სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოები განკარგავენ. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, კანონი არეგულირებს საჯარო ფულადი სახსრების ცალკეული ნაწილის განკარგვას ხარჯვის ეფექტიანობის, კონკურენციის უზრუნველყოფისა და შესყიდვების არადისკრიმინაციული ფორმით განხორციელების მიზნით. კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფულადი სახსრების განკარგვის გარკვეულ ნაწილზე, მაგალითად ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვები და სხვ. ვერ ხვდება მოცემული კანონის რეგულირების ფარგლებში.

თავისთავად, სახელმწიფო შესყიდვები შესაძლებელია განხორციელდეს ორი საშუალებით: გამარტივებული შესყიდვა და ელექტრონული შესყიდვა.

გამარტივებული შესყიდვა - ამ საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია მაშინ, როცა შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ღირებულება 5 000 ლარამდეა ან კანონით განსაზღვრული შემთხვევების დროს, რაც გულისხმობს ისეთ შემთხვევების არსებობას, როცა ქვეყანაში საქონლი და მომსახურების მიმწოდებელი ერთი პირია, არსებობს შემსყიდველის წინაშე გადაუდებელი აუცილებლობა, გადაუდებელი შესყიდვის განხორციელება საჭიროა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩასატარებლად, არსებობს საქონლის ხარისხის გაუარესების შესაძლებლობა, ხორციელდება წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა და ა.შ. აღნიშნული საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ელექტრონული ვაჭრობის პირობებში არ ხორციელდება და მას მოიხსენიებენ პირდაპირ შესყიდვად. ამ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით, აფორმებს ხელშეკრულებას. უმეტესწილად, ამ საშუალებით შესყიდვის განხორციელება ნაკლები კონკურენციის პირობებში ხდება და ასევე, მიჩნეულია, რომ კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია.

ელექტრონული შესყიდვა - სახელმწიფო შესყიდვა ელექტრონული შესყიდვის საშუალებით ხორციელდება ელექტრონული ტენდერის, კონსოლიდირებული ტენდერის და კონკურსის საშუალებით. შემსყიდველი ორგანიზაცია, კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, შესყიდვისთვის ელექტრონული სისტემაში განათავსებს სატენდერო/საკონკურსო განაცხადს. მიმწოდებლები კი ელექტრონულად წარმოადგენენ სატენდერო წინადადებას, ხოლო მათ შორის ელექტრონული ვაჭრობა. სატენდერო კომისია ელექტრონული ვაჭრობის შედგების მიხედვითიღებს გადაწყვეტილებას, რაც ხდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების საფუძველი. ვინაიდან, ელექტრონული საშუალებით შესყიდვის განხორციელება ხდება ელექტრონულ ვაჭრობას ეფუძნება, აღნიშნული საშუალება უზრუნველყოფს მხარჯავი და საბიუჯეტო დაწესებულებების მიერ საჯარო ფინანსების კონკურენტულ გარემოში ხარჯვას. გარდა ამისა, შესყიდვის ელექტრონული საშუალებები საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ განკარგვის ინსტრუმენტია და ამ შემთხვევაში კორუფციის ნაკლები რისკია, ვიდრე გამარტივებული შესყიდვისას.

გრაფიკი 1: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებაში შესყიდვის საშუალებების განაწილება (%)

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყოველწიურად აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშს. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულია 2017 წლის ანგარიში, ხოლო გასული, 2018 წლის ანაგრიში ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, რაც კანონით 15 მაისამდე მთავრობას უნდა წარუდგინოს. შესაბამისად, მინისტრის განცხადება ეხება 2017 წელის მაჩვენებლებს. 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3 644.6 მლნ ლარი შეადგინა, სადაც გამარტივებული წესით 881.2 მლნ ლარის, ელექტრონული პროცედურებით კი - 2 762.4 მლნ ლარის მოცულობით შესყიდვა განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებლები სახელმწიფო შესყიდვების ჯამურ ღირებულებაში შემდეგი სახით ნაწილდება: გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვების წილმა მთლიან შესყიდვებში 24.2% შეადგინა, ხოლო ელექტრონული შესყიდვების - 75.8%-ია. 2016 წელს გამარტივებული შესყიდვების წილი 37.0%-ს შეადგენდა, რაც 2017 წელს 12.8% პუნქტით არის შემცირებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2723 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი