იტვირთება

სტატია ნათარგმნია შემდეგი წყაროდან: Poynter / factcheckingday.com. იხილეთ ორიგინალი ვერსია ამ ბმულზე.

შემოდგომაზე, სუბსაჰარულ აფრიკაში გადაღებული ვიდეოს თაობაზე BBC-ს მიერ ჩატარებული დეტალური გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას ონლაინ სივრცეში აფეთქება მოჰყვა. ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხვრეტს სამხედროების ჯგუფი ორი ქალსა და ორ მცირეწლოვან ბავშვს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მომხმარებელთა მტკიცებით, აღნიშნულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა კამერუნში. თუმცა, ივლისში, როდესაც ვიდეო პირველად გავრცელდა ვირუსულად, ქვეყნის მთავრობამ უარყო აღნიშნული ინფორმაცია.

BBC-ს „აფრიკის თვალის“ გადაცემების პროდიუსერმა დანიელ ადამსონმაპოინტერთანინტერვიუში განაცხადა: „გვჯეროდა, რომ მნიშვნელოვანი იყო სულ მცირე იმ ადამიანების ვინაობების დადგენა, რომელთაც ბრალი მიუძღვით ქალებისა და ბავშვების სიკვდილში. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ვიდეომასალით შესაძლებელი იყო მისი გეოლოკაციის დადგენა და ახლოდან შესწავლა გადავწყვიტეთ“.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, „აფრიკის თვალმა“ შეძლო დაედგინა, თუ სად და როდის იყო ვიდეო გადაღებული, ასევე ვინ იყვნენ ვიდეოში ასახული სამხედროები. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ინტერნეტთან აქვს კავშირი.

მიუხედავად იმისა, რომ გეოლოკაციის დადგენა ისე ჟღერს, თითქოს ამის გაკეთება მხოლოდ შესაბამისი მომზადების მქონე გამომძიებლებს შეუძლიათ, ჟურნალისტებისთვის, ფაქტების შემმოწმებლებისთვის და ახალი ამბების მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იცნობდნენ გეოლოკაციის დადგენის საშუალებებს ონლაინ სივრცეში ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ციფრული ინსტრუმენტების სათანადო კომპლექტთან ერთად, ნებისმიერს შეუძლია გამოსახულებებისა და ვიდეოების შემოწმება. ქვემოთ ჩამოთვლილია შესაბამისი რჩევები.

1. ითხოვეთ დახმარება. ერთი რამ, რასაც ჟურნალისტები საკმარისად არ იყენებენ, არის მათივე აუდიტორიების გამოყენება. როდესაც გიჩნდებათ გამოსახულების ან ვიდეოს შემოწმების საჭიროება, ჰკითხეთ მკითხველებს, თუ როგორ დაადგინოთ ადგილმდებარეობა. თუმცა, ასე მხოლოდ მაშინ უნდა მოიქცეთ, როდესაც ვიდეო ან ფოტო სოციალურ მედიაში უკვე ვირუსულად გავრცელებულია და მის დამალვას აზრი აღარ აქვს, რადგან ამით თავიდან ავირიდებთ პოტენციურად ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას.

2. შეანელეთ ვიდეო. როდესაც აკვირდებით ვიდეოს ცალკე აღებულ საკვანძო მომენტებს, შესაძლებელია გართულდეს გარკვევა, თუ კონკრეტულად რას ხედავთ. გამოიყენეთ უფასო ინსტრუმენტები, როგორებიცაა iMovie, InVid და VLC ვიდეოს გადასვლების შესანელებლად და კარგად დააკვირდით გამორჩეულ ადგილებს ან სხვა მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს.

3. დაადგინეთ ადგილმდებარეობა. ყველაზე უფრო ჩამუქებულ ან ცუდი განათების მქონე ფოტოსა და ვიდეოს გააჩნია გარკვეული მახასიათებლები. თუ იცით, სავარაუდოდ რომელ ქვეყანაში, შტატში ან ქალაქშია გადაღებულია ფოტო/ვიდეო, ლანდშაფტებს შორის მსგავსების დასადგენად შეგიძლიათ Google Earth გამოიყენოთ. შესაბამისი ფინანსების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენი მიგნება Sentinel Hub-იდან მიღებული სატელიტური გამოსახულებით შეავსოთ.

4. დაავიწროვეთ დროის ჩარჩო. ExifTool-ის გამოყენებით ფოტოს მეტამონაცემების ანალიზი დაგეხმარებათ იმის დადგენაში, თუ ვინ, სად და როდის შექმნა ვიზუალი. თუმცა, ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს სოციალური მედიის პლატფორმებზე, რომლებიც როგორც წესი შლიან მეტამონაცემებს. ასეთ შემთხვევაში, გააანალიზეთ ფოტოზე დაფიქსირებული ჩრდილები და ფოტოს გადაღების დღის ზუსტი მონაკვეთისა და წლის დადგენის მიზნით გამოიყენეთ SunCalc.

5. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ტანსაცმელი, საგნები, ლოგოები და ნიშნები განსაკუთრებით სასარგებლოა ვიზუალის ბექგრაუნდის შესამოწმებლად. დაეჭვების შემთხვევაში გამოიყენეთ მაიკლ ბაზელის ღია წყაროებით დაზვერვის მომზადების სახელმძღვანელო, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც ციფრული ძიების გაგრძელებაში დაგეხმარებათ, მათ შორის ფეისბუქის გრაფიკული ძებნის ინსტრუმენტი.

გეოლოკაციის გამოყენებით გამოსახულებებისა და ვიდეოების შემოწმებასთან დაკავშირებით დამატებითი რჩევები იხ. „ბელინგქეთის ციფრული ხელსაწყოების ნაკრები“.


მსგავსი სიახლეები

2724 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი