წელს ქედის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების ხარჯებისთვის ჯამში 2 278 580 ლარია გათვალისწინებული, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 129 290 ლარით აღემატება. აღნიშნული თანხა ხუთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

ცხრილი 1: ა(ა)იპ-ების მთლიანი ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯის წილი, ქედის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტების მიხედვით (ლარებში)

ა(ა)იპ

2018 წელი

2019 წელი

შრომის ანაზღაურება

საქონელი და მომსახურება

მთლიანი ხარჯი

ადმინისტრაციული ხარჯის წილი

შრომის ანაზღაურება

საქონელი და მომსახურება

მთლიანი ხარჯი, ლ

ადმინისტრაციული ხარჯის წილი

ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება

823 060

417 940

1 258 000

98,65%

905 400

447 280

1 364 880

99,11%

ქედის სასპორტო სკოლა

111 040

53 360

164 400

100%

126 000

41 500

167 500

100%

ქედის კულტურის ცენტრი

369 240

164 560

536 300

99,53%

409 080

143 220

552 900

99,89%

ქედის სახელოვნებო სკოლა

112 840

6 890

119 880

99,87%

115 080

5 720

121 200

99,67%

ქედის მუზეუმი

43 520

26 840

70 600

99,66%

45 000

26 800

72 100

99,58%

წყარო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია

ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციული ხარჯის წილი ძალიან მაღალია, 98%-ზე მეტი. თუმცა, მხოლოდ შტატით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წილიც რომ ვიანგარიშოთ, მეტად შთამბეჭდავ მაჩვენებელს მივიღებთ: 60%-იდან 95%-მდე. ჩვენი მკითხველისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ადმინისტრაციული ხარჯი შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასები, სამივლინებო ხარჯები, ასევე სატელეფონო, ინტერნეტმომსახურების, საოფისე ტექნიკისა და საკანცელარიო ნივთების შეძენის, ოფისის რემონტისა და კომუნალური გადასახადების ხარჯი - ამ საჭიროებებისთვის განკუთვნილი თანხა გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“.

უნდა აღინიშნოს, რომ ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ა(ა) იპ-ებში შტატით განსაზღვრულ მომუშავეთა ანაზღაურებისთვის 1 600 560 ლარის გახარჯვა იგეგმება, შარშან ეს მაჩვენებელი 1 459 700 ლარი ანუ 140 860 ლარით ნაკლები იყო.

რაც შეეხება საქონელსა და მომსახურებას, 2019 წელს ა(ა)იპ-ებში ამ მუხლისთვის დაგეგმილი ხარჯი, დანიშნულების მიხედვით, ასე გამოიყურება:

გრაფიკი 1: ქედის ა(ა)იპ-ების „საქონელი და მომსახურებისა“ და სხვა საჭიროებებისთვის დაგეგმილი ხარჯი, 2019 წელს

წყარო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია

გრაფიკი 1 გვიჩვენებს, რომ ხუთ ა(ა)იპ-ში შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის დაგეგმილი თანხის მოცულობა ჯამში 459 840 ლარს შეადგენს. თუ ამ თანხას შტატით განსაზღვრულ მომუშავეთა ხელფასსაც დავამატებთ, ვნახავთ, რომ 2 060 400 ლარი მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს. ეს კი ხუთივე ორგანიზაციისთვის დაგეგმილი ხარჯების 90.42%-ია.

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ების ხარჯები არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს. მაგალითად, ა(ა)იპ „ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დაფინანსებაში არ შედის საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯი. ამ მიზნით „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებულია „საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების კეთილმოწყობის, მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა, რომლისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყოფილია 95 000 ლარი. ამ თანხით ორი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. საინტერესოა ასევე, რომ ა(ა)იპ „ქედის კულტურის ცენტრის“, ა(ა)იპ „სახელოვნებო სკოლისა“ და ა(ა)იპ „ქედის მუზეუმის“ ხარჯები არ მოხმარდება „კულტურული ღონისძიებების ორგანიზების, მხარდაჭერისა და ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის დაფინანსებას, რისთვისაც ბიუჯეტში 75 000 ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციისთვის, წლის განმავლობაში ა(ა)იპ-ებმა 6 680 ლარი ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთებისა და ყველა სახის საგამომცემლო- სასტამბო ხარჯებზე უნდა წარმართოს. რას გულისხმობს კონკრეტულად ეს ხარჯები და რომელ ჟურნალ-გაზეთებს ეცნობიან ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ფაქტ-მეტრი უკვე ცდილობს.

თეგები: