რეზიუმე: 2018 წლის განმავლობაში, საქართველოში, 1.23 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 662 მლნ დოლარით (35%) ნაკლებია.2013 წლის შემდეგინვესტიციების ეს მოცულობაყველაზე მცირეა. კვარტლების მიხედვით, 2018 წლის IV კვარტალზე დაბალი მაჩვენებელი 2010 წლის I კვარტლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ასევე, 10 მთავარი საინვესტიციო სექტორიდან 6-ში ინვესტიციების კლება აღინიშნება, მცირეა მატება სხვა სექტორებში. შესაბამისად, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ არ არსებობს პირდაპირი ინვესტიციების კლების დინამიკა, არაზუსტია.

პუი- შემცირების გამომწვევ ძირითად კომპონენტებს შორის აღსანიშნავია BP- მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რომელიც გასული პერიოდების განმავლობაში მიმდინარეობდა და წინა წლების ინვესტიციების ოდენობაზე დადებით გავლენას ახდენდა. ამავდროულად, რამდენიმე საწარმო გადავიდა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, რის გამოც, მსგავსი საწარმოების ინვესტიციები უცხოურ ინვესტიციად აღარ დაფიქსირდა. შესაბამისად, მამუკა ბახტაძის განცხადება ამ ნაწილში სიმართლის ელემენტებს შეიცავს. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით, რეინვესტირების[1] მაჩვენებელი შემცირებულია 98 მლნ აშშ დოლარით.

ინვესტიციების კლების დინამიკის კონტრარგუმენტად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მხოლოდტექნიკურიასპექტების დასახელება (ვალების გასტუმრება, BP- გაზსადენის პროექტის დასრულება და .შ.) სპეკულაციურ ნიშნებს შეიცავს. როგორც წესი, როდესაც წინა წლებში პუი იზრდებოდა, ასეთ დეტალებზე ყურადღება არ მახვილდებოდა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინვესტიციების ნაწილი ქვეყნიდან აქამდეც გადიოდა (იფარებოდა ვალები, სხვისდებოდა კომპანიები), თუმცა აღნიშნული გადინება სხვა ნაკადებით ბალანსდებოდა, რაც გასულ წელს ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ტექნიკურ მიზეზებზე მითითება ხელისუფლებას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.

ანალიზი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა (22-ე წუთიდან): „ნახევარი მლრდ დოლარი, რომელიც არის სხვაობა 2017 და 2018 წლების პუი-ში, გამოწვეულია გაზის მილსადენის დასრულებით, რეზიდენტის მიერ უცხოური რეზიდენტისგან წილის ყიდვით, ვალდებულებების შესრულებით. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საქმე პუი- შემცირების ტენდენციასა და დინამიკასთან“.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში 1.23 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 662 მლნ დოლარით (35%) ნაკლებია. ინვესტიციების ეს მოცულობა 2013 წლის შემდეგ ყველაზე მცირეა. 2018 წლის IV კვარტალზე დაბალი მაჩვენებელი 2010 წლის I კვარტლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012-2018 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

10 მთავარი საინვესტიციო სექტორიდან 6-ში ინვესტიციების კლება აღინიშნება: ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის და დანარჩენი კატეგორიის სექტორებში[2]. ასევე, ზრდა მიზერულია სასტუმროების და რესტორნების სექტორში და მხოლოდ 84 000 აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ არ არსებობს პირდაპირი ინვესტიციების კლების დინამიკა, არსებულ რეალობას არ ასახავს.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების მიზეზების ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, შესაბამისობაშია საქსტატის ანგარიშთან, რომლის მიხედვითაც, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის დასახელებულია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). თუმცა, აღსანიშნავია რომ 2017 წელთან შედარებით, რეინვესტირების მაჩვენებელი შემცირებულია 98 მლნ აშშ დოლარით, რაც აგრეთვეპრობლემურიადა ეს ფაქტი, მამუკა ბახტაძეს არ აღუნიშნავს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინვესტიციების კლების კონტრარგუმენტად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების დასახელება როგორიცაა: ვალების გასტუმრება, BP- გაზსადენის ეკონომიკური შინაარსი და .შ. სპეკულაციურ ნიშნებს შეიცავს. როგორც წესი, როდესაც წინა წლებში პუი იზრდებოდა, ყურადღება ასეთ დეტალებზე არ მახვილდებოდა.

2013-2018 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს. შესაბამისად, კონკრეტული ტენდენციის გამოკვეთა რთულია და ამ შემთხვევაში, წრფივი მოდელირების გამოყენება არასასურველია. გრაფიკ 2-ზე გამოყენებულია .წ. პოლინომიალური მოდელირებით მიღებული ტენდენცია, რომელიც შედარებით კარგად ასახავს მერყევი მაჩვენებლების ტრენდს. აღნიშნული ტენდენცია ცალსახა არ არის, თავდაპირველი მატების შემდეგ აღინიშნება შემდგომი კლება. ინვესტიციების ნაწილს, რომლის გამოც გასულ წელს ინვესტიციების ჯამური მოცულობა შემცირდა, მთავრობის წევრები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და პრობლემად არ განიხილავენ. ასეთ შემთხვევაში ბუნდოვანია, რატომ მიიჩნევდნენ წარმატებად წარსულში დაფიქსირებულ ინვესტიციების მაღალ მოცულობას, რადგან მას ნაწილობრივ აღნიშნული კომპონენტებიც განაპირობებდა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინვესტიციები ქვეყნიდან აქამდეც გადიოდა (იფარებოდა ვალები, სხვისდებოდა კომპანიები),თუმცააღნიშნული გადინება სხვა ნაკადებით ბალანსდებოდა, რაც გასულ წელს ვერ მოხერხდა.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენცია 2013-2018 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური



[1] სხვაობა მოგებასა და გაცემულ დივიდენდებს შორის. დივიდენდი არის მოგების ნაწილი, რომელიც უნდა განაწილდეს ინვესტორებზე

[2] ვაჭრობა, განათლება, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია