იტვირთება

რეზიუმე: 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 626 777 364 ლარს შეადგენდა, რაც იმდროინდელი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების (7 294 781 563) 8.59% იყო. 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 11 696 250 000 ლარს შეადგენს, აქედან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 469 600 000 ლარია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 12.56%-ია. შესაბამისად, სამინისტროს დაფინანსება 2012 წელთან მიმართებით, დაახლოებით 3.97% პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან ხარჯვით ნაწილთან მიმართებით ხვედრით წილს ასახავს და მისი ოდენობა პროგრამის პრიორიტეტულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ის უფრო ზუსტად წარმოაჩენს რეალურ სიტუაციას, ვიდრე ნომინალური მაჩვენებლების დროში ანალიზი, რადგან ქვეყანაში ინფლაციის დონის გამო ძვირდება საქონლისა და მომსახურების შეძენის ღირებულება.

ამასთან, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, 2018 წლის ზაფხულში, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა, რის შედეგადაც, განათლების და მეცნიერების სამინისტროს შეერწყა კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შესაბამისად, გაერთიანდა ამ სამი სამინისტროს ბიუჯეტიც. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ვიდრე კულტურისა და სპორტის სამინისტროები განათლების სამინისტროს შეუერთდებოდა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1 199 799 687 ლარს შეადგენდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 10.57%-ია და 2012 წლის ბიუჯეტთან მიმართებით, მხოლოდ, 1.98%-იანი ზრდაა.

ანალიზი

2019 წლის 8 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, განათლების სფეროს პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. ბახტაძემ დაპირება გასცა, რომ 2020 წლისთვის განათლების ბიუჯეტი 2 მლრდ ლარი იქნებოდა, 2021 წლისთვის 2 მლრდ-ნახევარი, ხოლო 2022 წლისთვის 3 მლრდ 400 მლნ ლარს გაუტოლდება. პრემიერ-მინისტრმა აქვე დასძინა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, განათლების სექტორზე გათვალისწინებულია დაახლოებით 1 მლრდ 600 მლნ ლარი, ხოლო 2012 წელს გადმოიბარეს განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მლნ ლარს არ აღწევდა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სახელმწიფო ხაზინის მიხედვით, 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 626 777 364 ლარს შეადგენდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების[1] (7 294 781 563) 8.59%-ია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (26 167.3 მლ) დაახლოებით 2.4%. 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 11 696 250 000 ლარს შეადგენს, აქედან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 469 600 000 ლარია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 12.56%-ია. შესაბამისად, სამინისტროს დაფინანსება 2012 წელთან მიმართებით, დაახლოებით 3.97% პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

აქვე გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, 2018 წლის ზაფხულში, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდეშემცირდა, რის შედეგადაც, განათლების და მეცნიერების სამინისტროს შეერწყა კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შესაბამისად, გაერთიანდა ამ სამი სამინისტროს ბიუჯეტი. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ვიდრე კულტურისა და სპორტის სამინისტროები განათლების სამინისტროს შეუერთდებოდა, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 199 799 687 ლარს შეადგენდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 10.57%-ია და 2012 წლის ბიუჯეტთან მიმართებით, მხოლოდ, 1.98%-იანი ზრდაა. თუ 2012 წლის განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტს დავუმატებთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტებს, შემდეგ სურათს ვიღებთ, კულტურის სამინისტროს დაფინანსება იყო 100 057 169 მლნ ლარი, ხოლო სპორტის სამინისტროს დაფინანსება 72 426 535 ლარი, ჯამურად, სამივე სამინისტროს ბიუჯეტი 799 261 068 მლნ ლარს შეადგენდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 10.95%-ია.

რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტს ფუნქციონალურ ჭრილში, მხოლოდ განათლების სფეროს დაფინანსება შეადგენს 1 331 578 000 ლარს, რაც ბიუჯეტის (11793 431) 11.29%-ია, ხოლო 2012 წლის ბიუჯეტში განათლების სფეროს დაფინანსება 652 500 164 ლარია, რაც ბიუჯეტის (7 294 781 563) დაახლოებით 9%-ია.



[1] ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლების ჯამი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2693 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი