იტვირთება

რეზიუმე: 2018 წელს, წინასწარი მონაცემით, საქართველოდან 29 632 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემს 19.5%-ით აღემატება (2017 წელს - 23 874 ტონა). 2018 წელს მანდარინის ექსპორტი მართლაც გაზრდილია და 2014 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცალევან დავითაშვილი რიცხვებს არასწორად ასახელებს. მიუხედავად ამ ფაქტობრივი უზუსტობისა, რადგან მინისტრის განცხადება ზრდის ტენდენციას ზუსტად ასახავს, ფაქტ-მეტრი მას მეტწილად სიმართლედ აფასებს.

ინფორმაციისთვის, 2018-2019 წლის მანდარინის სეზონზე (18 თებერვლის ჩათვლით), სულ 33 179 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2017-2018 წლის სეზონთან (26 891 ტონა) შედარებით, 19%-ით მეტია.

ანალიზი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „წელს (2018 წლის ბოლო) 18 000 ტონა მანდარინია უკვე ექსპორტირებული, რაც აღემატება შარშანდელ მონაცემს. გასულ წელს სულ 14 000 მანდარინი იყო ექსპორტირებული“.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის წინასწარი მონაცემით, საქართველოდან სულ 29 632 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად 13.9 მილიონი აშშ დოლარია. 2017 წელს საქართველოდან 23 874 ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული. 2019 წლის იანვარ-თებერვალში 3 565 ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე, რამაც 1.9 მილიონი დოლარი შეადგინა. სულ, 2018-2019 წლების სეზონზე (თებერვლის ჩათვლით) 33 179 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, 2017-2018 წლის სეზონზე კი 26 891 ტონის.

ცხრილი 1: მანდარინის ექსპორტი 2013-2018 წლებში (ათასი ტონა)

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018*

2019*

ექსპორტი (ათასი ტონა)

35.4

22.5

24.5

27.4

23.8

29.6

3.6

თანხა (მლნ დოლარი)

18.3

12.9

11.6

10.3

10.7

14

1.9

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (* - წინასწარი მონაცემი)

ყველაზე დიდი რაოდენობით მანდარინის ექსპორტი რუსეთში, უკრაინასა და სომხეთში განხორციელდა. 2018 წელს რუსეთში ექსპორტზე 20.5 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 69.3%-ს შეადგენს. უკრაინაში 6.1 ათასი ტონა (მთლიანი ექსპორტის 20.6%), სომხეთში კი 2.2 ათასი ტონა (მთელი ექსპორტის 7.4%) მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.

ცხრილი 2: მანდარინის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით (ტონა)

ქვეყანა

2013

2014

2015

2016

2017

2018*

რუსეთი

12 083

13 873

19 675

16 844

15 655

20 414

უკრაინა

20 627

6 984

4 042

7 753

5 581

6 187

სომხეთი

27

61

57

2 235

1 949

2 237

აზერბაიჯანი

262

205

82

12

90

153

უზბეკეთი

117

591

59

40

237

261

ბელარუსი

1 541

357

219

81

180

120

ყაზახეთი

521

258

429

395

159

138

მოლდოვა

241

195

15

31

-

-

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (* - წინასწარი მონაცემი)

2019 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში 2 975 ტონა მანდარინია ექსპორტირებული, რაც თანხობრივად 1 893 000 აშშ დოლარია. რუსეთში ექსპორტირებული მანდარინი ამ პერიოდის მთლიანი ექსპორტის 83.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ადგილობრივი ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტულ მანდარინის რაოდენობას, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით 15 090 ტონა მანდარინი იყო მიღებული და გადამუშავებული. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 8 320 ტონა იყო. კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი 0.20 ლარად შეისყიდეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღეს.

ცხრილი 3: მანდარინის წარმოება 2013-2017 წლებში (ათასი ტონა)

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018*

საქართველო

107.1

65.9

71.0

60.0

54.9

73

აჭარა

83.2

46.2

56.2

36.4

43.6

-

გურია

17.8

16.4

12.2

21.3

10.4

-

იმერეთი

1.1

0.2

0.3

0.3

0.2

-

სამეგრელო-ზემო სვანეთი

5.0

3.1

2.3

1.9

0.7

-

წყარო:გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (* - წინასწარი მონაცემი)

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში მანდარინის წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, მიმდინარე წელს კი მანდარინის წარმოება, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი